"ანორთოსისის" დირექტორი: ოქრიაშვილს უკეთეს გუნდში გადასვლაში ხელს შევუწყობთ

AutoSharing Option
"ანორთოსისის" საფეხბურთო განყოფილების გენერალურმა დირექტორმა იანის კონსტანტინუმ goal.philenews-თან ნახევარმცველების - რუბენ რაიოსა და თორნიკე ოქრიაშვილი შესახებ ისაუბრა.

"33 წლის ესპანელის კონტრაქტში პუნქტია, რომ მისი გახანგრძლივებაა შესაძლებელი. ძალიან მალე ამაზე გავესაუბრებით. დრო გვაქვს. არსად არ გვეჩქარება და საერთო გადაწყვეტილებამდე მივალთ. თემურ ქეცბაიას დაველაპარაკებით და ყველაფერს გადავწყვეტთ. გესმით, ალბათ, დღეს ამაზე სალაპარაკოდ შესაფერისი დრო არ არის.

ოქრიაშვილს ჩვენს კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს და უკეთეს ლიგაში სურს კარიერის გაგრძელება. მე ამის წინააღმდეგი არა ვარ, პირიქით, რადგან როდესაც ფეხბურთელს მაღალი მიზნები და ოცნებები გააჩნია, უკეთ
მუშაობს. თუ უკეთესი ვარიანტი გამოუჩნდა, ხელს არ შევუშლით".

კითხვაზე, თორნიკეს ტრანსფერი იქნება თუ არა შვიდციფრიანი თანხის, კონსტანტინუს გაეცინა, არც დაადასტურა და არც უარყო: "თუ ის ფიქრობს, რომ უკეთეს გუნდში შეუძლია თამაში, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ, ისევე როგორც დანარჩენ ფეხბურთელებს. ეს ფინანსებთანაა დაკავშირებული. როდესაც მას ხელშეკრულება გავუფორმეთ, მხარეები პირობებზე შევთანხმდით".

მკითხველის კომენტარები / 3 /
მხოლოდ ქეცბაიას ხელში იქნება ოქრი ფორმაში და დისციპლინირებული!
ზურა
20:44 16-05-2020
0
ოქრის კარიერას მუდმივად თან ზდევდა უიღბლობა და ტრანვები მიუხედავად იმისა რომ კრასნოდარში ორი უმძიმესი ტრავაა მიიღო მაინც დატოვა კვალი ამ კლუბში მიუხედავად კრიტიკისა ოქრი ნაკრებში ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და კვიპროსშიც ქეცბაიას ხელმძღვანელობით ნელ ნელა შედის ფორმაში მე არამგონია კვიპროსიდან ამ ასაკში ფეხბურთელი დიდ გუნდში მოხვდეს მარა კარგ ჩემპიონატში გადასვლა კვიპროსზე უკეთეს ლიგაში სავსებით შესაძლებელია გაჩნია როგორი შედეგები ექნება ოქრის მომავალში წარმატებები მას.
Giorgi
14:47 16-05-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული