მოულოდნელობებიც არის - უკრაინელებმა 10 საუკეთესო ქართველი ლეგიონერი დაასახელეს

AutoSharing Option
პოპულარუმა უკრაინულმა საიტმა sport.ua-მ უკრაინის პრემიერლიგაში მოთამაშე 10 საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი დაასახელა.

ახალგაზრდა ქართველი გულშემატკივარისათვის, სავარაუდოდ, მოულოდნელი იქნება ამ სიაში მიხეილ ფოცხვერიასა და ავთანდილ კაპანაძის ხილვა, თან ამ უკანასკნელს საქართველოს ეროვნულ გუნდში 1 შეხვედრაც არ აქვს ჩატარებული.

ათეულში მოხვდა უკრაინის პრემიერლიგის ისტორიაში პენალტების საუკეთესო შემსრულებელი ვასილ გიგიაძე.

გამოცემის მიერ შედგენილი სია კი ასე გამოიყურება:

10. ვასილ გიგიაძე

9. გოჩა ჯამარაული

8. ლაშა ჯაკობია

7. ჯაბა ლიპარტია

6. დავით ხოჭოლავა

5. მიხეილ ფოცხვერია

4. ავთანდილ კაპანაძე

3. ჯაბა კანკავა

2. გიორგი
დემეტრაძე

1. კახაბერ კალაძე

მკითხველის კომენტარები / 10 /
კალას ავტოგოლს ვინც იხსენებს, შეიძლება ითქვას რეგვენია!
3
კახი კალაძე რომ ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელია ამაზე არავინ არ დავობს, მაგრამ ის ორი ავტოგოლი არავის რომ არ დავიწყებია ესეც ფაქტია. სადაც ქება დიდებას მივაგებთ, იქ ამ უსიამოვნო ფაქტსაც გავიხსენებთ და თუ ამას ხმამაღლა იტყვის ვინმე ანათემას უნდა გადავცეთ? თვით ამ მსაჯულებსაც კი კარგად ახსოვს ის რაც იტალიასთან მოხდა და მე თუ მკითხავთ ყველაზე მეტად თვით კახამ განიცადა და მეტად რომ "დავჩაგროთ", ალბათ უნდა ამოვშალოთ მეხსიერებიდან. რამდენად შესაძლებელია ეს თავად განსაჯეთ. ფეხბურთელის თაობაზე მერობაშიც არა უშავს,მანერებიც დახვეწა ლაპარაკიც არ ეშლება. ჩვენი "მოძმე" უკრაინის დედაქალაქის მერს ვერ შევადარებთ მთელი ქვეყანა რომ დასცინის და სასაცილოდ ესეც არ ეყოთ პრეზიდენტად კლოუნი აირჩიეს. ვერც რუდოლფ ჯულიანის შევადარებ რომელსაც ნიუიორკი დღესაც მისტირის...მაგრამ ის ხომ ცნობილი იურისტი იყო და არის. ჰოდა ეგება კახამ ქალაქში მეტი ფხა გამოაჩინოს და მალე სახელმწიფო ჩაიბაროს. ქვეყანას გამოადგეს და ის ავადსახსენებელი ავტოგოლებიც დავიწყებას მიეცემა. დღეს კი რამდენი კახის დავინახავ თვალწინ მიდგას ის კოშმარი. არ თქვათ ეხლა რომ თქვენ დაგავიწყდათ.
emigranti
02:55 18-05-2020
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული