ჩერვიჩენკო: ჯანოსავით, არც მელქაძეა "სპარტაკის" დონის ფეხბურთელი

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა მფლობელმა ანდრეი ჩერვიჩენკომ "თეთრ-წითლებში" წარმოშობით ქართველი თავდამსხმელის, გიორგი მელქაძის დაბრუნების შანსები შეაფასა.

"არა მგონია, მელქაძე "სპარტაკისთვის" კარგი ფეხბურთელი იყოს. შესაძლოა, "ტამბოვის" ან სხვა მსგავსი გუნდების დონეს აკმაყოფილებს. ამიტომაც, არ მგონია, რომ მოსკოველებმა მისი დაბრუნებისთვის თავი უნდა შეიწუხონ.

"ტამბოვში" გიორგი ლიდერი და საჭირო ფეხბურთელია. თუმცა ამავე თემაზე ჯანო ანანიძის ისტორიის გახსენება შეგვიძლია. როცა ის იჯარით სხვა კლუბებში გამოდიოდა, კარგად თამაშობდა. შემდეგ დაბრუნდებოდა "სპარტაკში" და არაფერი გამოსდიოდა.

მელქაძესთან დაკავშირებითაც იგივე ისტორია იქნება. ჩემი აზრით, გიორგი თავად უნდა იყოს დაინტერესებული
"ტამბოვში" დარჩენითა და გუნდისთვის პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებით", - განაცხადა ჩერვიჩენკომ.

მომზადებულია sports-ის მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 2 /
მელქაძის რამდენიმე თამაშს ვუყურე ტამბოვში და გუნდის სული და გულია, ხან ფლანგზე თამაშობს ხან ცენტრალურ თავდამსხმელად. მგონია, რომ ასეთი სწრაფი და შემსურებელი ფორვარდი ჩვენს ნაკრებს არა ჰყავს. მაგრამ გამოძახების უფლება არა გვაქვს, რუსეთის ახალგაზრდულში აქვს ნათამაშები და მანამდე ორმაგი მოქალაქეობაც არ ჰქონია.
ლაშა
10:41 19-05-2020
2
ეს ბიჭი ცვენ ნაკრებში უნდა ვათამაშოთ
გოგა
19:58 18-05-2020
16
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული