ჩაკვეტაძემ ფონსეკაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, "რომას" მის ტრანსფერზე მუშაობს

AutoSharing Option
რამდენიმე იტალური გამოცემის მიხედვით, გიორგი ჩაკვეტაძემ "რომას" მთავარ მწვრთნელ პაოლო ფონსეკაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და კლუბი სწორედ ამიტომ დაინტერესდა მისით.


აქამდეც ვწერდით, რომ იტალიური გრანდი ჰენრიხ მხითარიანის შემცვლელად ჩაკვეტაძეს, ალეკსეი მირანჩუკს (მოსკ. "ლოკომოტივი") და ტეტეს ("შახტარი") განიხილავდა.

თუმცა უკანსკნელი ცნობებით, რომას სპორტული დირექტორი ჯანლუკა პეტრაკი საქართველოს ნაკრებისა და "გენტის" ნახევარმცველის ტრანსფერზე მუშაობს.

მოგხსენებათ, ბელგიის ჩემპიონატი ვადაზე ადრე დასრულდა და "გენტმა" მეორე ადგილი დაიკავა, რაც კლუბს უფლებას აძლევს ჩემპიონთა ლიგის მომავალი სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშოს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
2 წელია ფეხბურთი არ უთამაშია და ვინმეს პაროდიას აკეთებს მაგრად თუ რითი მოახდინა ფონსეკაზე შთაბეჭდილება?
გავრიილ კაჩალინი
20:58 22-05-2020
46
არ არის ლამაზი, მკვახე კომენტარები.
გიორგი.
21:50 22-05-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული