საბა კვირკველია "როსტოვში" არ გადავა

AutoSharing Option
რუსულ პრესაში უკვე არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვის "ლოკომოტივს" ახალი მწვრთნელი მარკო ნიკოლიჩი სრულად გადაახალისებს და მცველ საბა კვირკველიასაც გაუშვებს.

ისიც დაიწერა, რომ 28 წლის კვირკველიას სამსახურით "კრასნოდარი", "როსტოვი" და "როტორია" დაინტერესებული. "სპორტ-ექსპრესის" ცნობით კი, ის "როსტოვში" არ გადავა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ "როსტოვი" კვირკველიათი დაინტერესებული არაა, რადგან ფინანსური და სპორტული თვალსაზრისით, ვალერი კარპინის გუნდს არ შეეფერება და თანაც ლეგიონერია.

საბას "ლოკოსთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში უმთავრდება, მისი სატრანსფერო ფასი კი 6.5 მილიონი ევროა.

კვირკველიას სეზონური გასამრჯელო 1.8 მილიონია და "როსტოვი"
ვერც მის ტრანსფერს ვერ გასწვდება და ვერც ასეთი ხელფასის გადახდას ვერ შეძლებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
კვირკველიას დონის ფეხბურღელს 1,8 მილიონ ევროს რომ უხდიან რუსები იმიტომაც არ აქვთ ტვინი. კვირკველია უდავოდ კარგი მცველია,მაგრამ გაიხედეთ მისნაირებით სავსეა ბუნდესლიგაც და ასეთ ჩვეულებრივ ფეხბურთელს მაგდენი იქ არც დაესიზმრება. ჯანო ანანიძის 2 მილიონის არ იყოს....
გენა
09:57 26-05-2020
3
საერთოდ წავიდეს რუსეთიდან.
მანდ გაჩერებას ანორთოსისი ჯობია თუნდაც 1 წლით!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
11:12 26-05-2020
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული