ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, რომელსაც "ანორთოსისთან" კონტრაქტი უმთავრდება, შეიძლება "როტორში" გადავიდეს, - იტყობინება თავისი ტელეგრამარხით ჟურნალისტი სერგეი ეგოროვი.
ჯანო რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნებულ ვოლგოგრადულ გუნდში მედშემოწმებას ივნისში გაივლის.
"ფეხბურთელთან ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობა მედშემოწმების შედეგების მიხედვით შეფასდება. სავარაუდო პირობები - ერთწლიანი ანაზღაურებითი კონტრაქტი თვეში 1.5 მილიონი რუბლის (21 093 დოლარი) ოდენობით", - წერს ჟურნალისტი.
"როტორში" "რუბინიდან" იჯარით გადასული თავდამსხმელი ბექა მიქელთაძე თამაშობს, თუმცა ჯერ უცნობია, დარჩება თუ არა ის გუნდში.
ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან რომ, როდესაც მეტი გაქვს შემოსავალი, გასავლიც მეტი გაქვს როგორ წესი. სხვა ხარჯები გაქვს უბრალოდ, სხვანაირად ცხოვრობ. შესაძლოა ვიღაცებსაც ეხმარები კიდეც, მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ეს არავინ ვიცით რა გასავალი აქვს. შესაძლოა სესხებიც აქვს აღებული, თუნდაც ბინის. კაცი სპარტაკში მიჩვეული იყო 2 მილიონამდე ხელფასს, როგორც მანამდე ეწერა სტატიებში (არ ვიცი, არ ჩამიხედავს ჯანოს ჯიბეში), და ეხლა სთხოვთ რომ 20 ათას დოლარზეც უარი თქვას და საქართველოში ჩამოვიდეს სიტყვაზე 10 ათასი ლარის სანაცვლოდ? გულწრფელად ჩაიხედეთ საკუთარ თავებში და თქვით რამდენი იზავდით ამას? მითუმეტეს როდესაც იცით რომ ტრამვებისკენ ხარ მიდრეკილი, ნებისმიერ დროს შეიძლება კარიერის დამთავრება მოგიწიოს და რომ გეგონა კიდევ 5-10 წელი იშოვიდი დიდ ფულს, უცებ ისეთ სიტუაციაში ხარ, მეორე რანგის გუნდების ძებნა გიწევს და ისინიც გერიდებიან შენი ტრამვიანობის გამო. კაცს შესანახი აქვს ოჯახი. ეს არის მისთვის სამსახური და რატომ სთხოვთ არარაციონალური გადაწყვეტილების მიღებას და დათმობას თითიდან გამოწოვილი მიზეზების გამო... სუფთა ფინანსური თვალსაზრისით სწორი გადაწყვეტილება მიიღო კაცმა.
რაც შეეხება სპორტულ მხარეს. აქაც ვეთანხმები მის გადაწყვეტილებას. რუსეთის პრემიერლიგაში თამაში თუნდაც დაბალი დონის გუნდში ჯობია საქართველოში ნებისმიერ გუნდში თამაშს. მეექვსეა რუსეთის ლიგა ევროპაში სიძლიერით. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ფაქტია ეს. სხვა საკითხია ის, ზოგადად კარგი ტონია თუ არა ოკუპანტ ქვეყანაში რომ თამაშობენ ქართველები, მაგრამ ამ შემთხვევაში საკითხის ასე დაყენებაც არ მიმაჩნია სწორად. ჯერ ერთი კაცი იმათი აღზრდილია, ამდენი წელი აქვს ნათამაშები რუსეთში, მეორე დედა რუსი ჰყავს და მესამე, ამ კაცის პატრიოტობა არასოდეს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ. კაცს სთავაზობდნენ რუსეთის ნაკრებში თამაშს ,თავის აღზრდილად თვლიდნენ და არ დათანხმდა. ჩამოვიდა და ითამაშა საქართველოში სადაც მშვენივრად იცოდა, იმდენს ვერ მიაღწევდა რასაც რუსეთის ნაკრებში. იქ ეხლა ერთი-ორი ევროპა და მსოფლიო მაინც ექნებოდა ნათამაშები უკვე და სპარტაკშიც უფრო პრივილეგირებული ეყოლებოდათ.
ძალიან ტეხავს, როდესაც ადამიანს დაუმსახურებლად ვაკრიტიკებთ. აქ ისიც დაიწერა, ჩამოვიდეს ახალგაზრდებს ასწავლოს რაიმეო. რა ვალდებულიო ჯანო, თავისი კარიერა და ფინანსური მხარე გაწიროს ვიღაც ახალგაზრდების გამო. ახალგაზრდებს ჯანოს თავგანწირვა კი არ ჭირდება, სისტემის გამართული მუშაობა, საბავშვო ფეხბურთის განვითარება და მეტი პროფესიონალიზმი ჭირდება როგორც მესვეურების, ასევე თავად ფეხბურთელების მხრიდან. ერთი მერცხალი, ერთი ჯანო, გაზაფულს ვერ მოიყვანს. ნუ ვითხოვთ კაცისგან იმ მსხვერპლს, რაც სხვას არ გაუღია არავის და არც იქნება არაფრის მომცემი, რომ გააკეთოს.