ანანიძე "როტორში" გაივლის მედშემოწმებას - ცნობილი გახდა მისი სავარაუდო ხელფასი

AutoSharing Option
ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, რომელსაც "ანორთოსისთან" კონტრაქტი უმთავრდება, შეიძლება "როტორში" გადავიდეს, - იტყობინება თავისი ტელეგრამარხით ჟურნალისტი სერგეი ეგოროვი.

ჯანო რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნებულ ვოლგოგრადულ გუნდში მედშემოწმებას ივნისში გაივლის.

"ფეხბურთელთან ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობა მედშემოწმების შედეგების მიხედვით შეფასდება. სავარაუდო პირობები - ერთწლიანი ანაზღაურებითი კონტრაქტი თვეში 1.5 მილიონი რუბლის (21 093 დოლარი) ოდენობით", - წერს ჟურნალისტი.

"როტორში" "რუბინიდან" იჯარით გადასული თავდამსხმელი ბექა მიქელთაძე თამაშობს, თუმცა ჯერ უცნობია, დარჩება თუ არა ის გუნდში.

მკითხველის კომენტარები / 45 /
ეხლა და ამ ასაკში აღარ აქვს მნიშვნელობა ოღონდ კი სადმე კაი გუნდში ითამაშოს ნუ გავამწარეთ ზედაპირული კომენტარებით ჯანმთელობა დამხნეობა ვუსურვოთ და ყველაფერი გამოუვა.
ილია
19:04 31-05-2020
0
მთავარია უგუნდოდ არ დარჩეს! წინა კვირას კი გიწინასწარნეტყველეთ , ბათუმის დინამოში რო უკვე გადაყვანილი გყავდათ. ეს ისეთ ასაკშია რო უკვე გეუბნებით მთავარია უგუნდოდ არ დარჩეს!! და რაც შეეხება როტორს , როგორი ფუნასურად არ ჩამოუვარდება არც თბ.დინამოს და არც ბთ. დინამოს, რუსეთის ჩემპიონატი კიდე საგრძნობლად გაძლიერდა. არც იმ აზრს ვემხრობი რო იძახიან რუსეთი რახან ოკუპანტია მაგიტომ რომ არ უნდა ჩახვიდე ფეხბურთის სათამაშოდ, ესაა ყველაზე დიდი სისულელე! მაშინ რუსი ტურისტი არ უნდა შემოუშვა მაგ ლოგიკით, და არანაირი ხორბალი ან რამე ეგეთი, არც ჩვენი ღვინო უნდა გაუშვა,. მტერი როა გავიგეთ მარა, რაღაცაში მაინც ვაჯობოთ, რაღაცაში მაინც გამოვიყენოთ, ბოლობოლო მართლა მთელ რუსეთს ხო არ ვეზიზღებით ,იქაც ხოა ხალხი ვინც არ ეთანხმება ამ პუტის აზრებს
Vasili
20:09 27-05-2020
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული