ანანიძე "როტორში" გაივლის მედშემოწმებას - ცნობილი გახდა მისი სავარაუდო ხელფასი

AutoSharing Option
ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, რომელსაც "ანორთოსისთან" კონტრაქტი უმთავრდება, შეიძლება "როტორში" გადავიდეს, - იტყობინება თავისი ტელეგრამარხით ჟურნალისტი სერგეი ეგოროვი.

ჯანო რუსეთის პრემიერლიგაში დაბრუნებულ ვოლგოგრადულ გუნდში მედშემოწმებას ივნისში გაივლის.

"ფეხბურთელთან ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობა მედშემოწმების შედეგების მიხედვით შეფასდება. სავარაუდო პირობები - ერთწლიანი ანაზღაურებითი კონტრაქტი თვეში 1.5 მილიონი რუბლის (21 093 დოლარი) ოდენობით", - წერს ჟურნალისტი.

"როტორში" "რუბინიდან" იჯარით გადასული თავდამსხმელი ბექა მიქელთაძე თამაშობს, თუმცა ჯერ უცნობია, დარჩება თუ არა ის გუნდში.

მკითხველის კომენტარები / 45 /
ნუ გააწყალეთ გული ამ კლავიატურის ლომებმა! მიდით, გაუჩარხეთ მილანში კონტრაქტი და უარს რომ გეტყვით, შემდეგ ლანძღეთ! ადამიანი ერთხელ მოდის ამქვეყნად და მით უფრო რამოდენიმე წელი დარჩა აქტიური კარიერის, რაც მეტს გამოიმუშავებს, მისი და მისი ოჯახის ინტერესშია. ვისაც როგორ შეუძლია, ისე შოულობს ფულს. ეს ადამიანი კიდევ არც ვინმეს ატყუებს, ან ერთ ადგილს აძლევს, საკუთარი ფეხებით სადაც მეტს გადაუხდიან, იქ წავა. ასე რომ მორჩით პროფესორობას სხვისი ცხოვრების და კარიერის საქმეში!
Dato
26 მაისი 2020 23:32
7
სხვის ჯიბეში ფულის დათვლას რომ ვერ მოვეშვით და სხვის საქმეში რომ ყველა ბრძენია...

ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან რომ, როდესაც მეტი გაქვს შემოსავალი, გასავლიც მეტი გაქვს როგორ წესი. სხვა ხარჯები გაქვს უბრალოდ, სხვანაირად ცხოვრობ. შესაძლოა ვიღაცებსაც ეხმარები კიდეც, მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ეს არავინ ვიცით რა გასავალი აქვს. შესაძლოა სესხებიც აქვს აღებული, თუნდაც ბინის. კაცი სპარტაკში მიჩვეული იყო 2 მილიონამდე ხელფასს, როგორც მანამდე ეწერა სტატიებში (არ ვიცი, არ ჩამიხედავს ჯანოს ჯიბეში), და ეხლა სთხოვთ რომ 20 ათას დოლარზეც უარი თქვას და საქართველოში ჩამოვიდეს სიტყვაზე 10 ათასი ლარის სანაცვლოდ? გულწრფელად ჩაიხედეთ საკუთარ თავებში და თქვით რამდენი იზავდით ამას? მითუმეტეს როდესაც იცით რომ ტრამვებისკენ ხარ მიდრეკილი, ნებისმიერ დროს შეიძლება კარიერის დამთავრება მოგიწიოს და რომ გეგონა კიდევ 5-10 წელი იშოვიდი დიდ ფულს, უცებ ისეთ სიტუაციაში ხარ, მეორე რანგის გუნდების ძებნა გიწევს და ისინიც გერიდებიან შენი ტრამვიანობის გამო. კაცს შესანახი აქვს ოჯახი. ეს არის მისთვის სამსახური და რატომ სთხოვთ არარაციონალური გადაწყვეტილების მიღებას და დათმობას თითიდან გამოწოვილი მიზეზების გამო... სუფთა ფინანსური თვალსაზრისით სწორი გადაწყვეტილება მიიღო კაცმა.

რაც შეეხება სპორტულ მხარეს. აქაც ვეთანხმები მის გადაწყვეტილებას. რუსეთის პრემიერლიგაში თამაში თუნდაც დაბალი დონის გუნდში ჯობია საქართველოში ნებისმიერ გუნდში თამაშს. მეექვსეა რუსეთის ლიგა ევროპაში სიძლიერით. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ფაქტია ეს. სხვა საკითხია ის, ზოგადად კარგი ტონია თუ არა ოკუპანტ ქვეყანაში რომ თამაშობენ ქართველები, მაგრამ ამ შემთხვევაში საკითხის ასე დაყენებაც არ მიმაჩნია სწორად. ჯერ ერთი კაცი იმათი აღზრდილია, ამდენი წელი აქვს ნათამაშები რუსეთში, მეორე დედა რუსი ჰყავს და მესამე, ამ კაცის პატრიოტობა არასოდეს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ. კაცს სთავაზობდნენ რუსეთის ნაკრებში თამაშს ,თავის აღზრდილად თვლიდნენ და არ დათანხმდა. ჩამოვიდა და ითამაშა საქართველოში სადაც მშვენივრად იცოდა, იმდენს ვერ მიაღწევდა რასაც რუსეთის ნაკრებში. იქ ეხლა ერთი-ორი ევროპა და მსოფლიო მაინც ექნებოდა ნათამაშები უკვე და სპარტაკშიც უფრო პრივილეგირებული ეყოლებოდათ.

ძალიან ტეხავს, როდესაც ადამიანს დაუმსახურებლად ვაკრიტიკებთ. აქ ისიც დაიწერა, ჩამოვიდეს ახალგაზრდებს ასწავლოს რაიმეო. რა ვალდებულიო ჯანო, თავისი კარიერა და ფინანსური მხარე გაწიროს ვიღაც ახალგაზრდების გამო. ახალგაზრდებს ჯანოს თავგანწირვა კი არ ჭირდება, სისტემის გამართული მუშაობა, საბავშვო ფეხბურთის განვითარება და მეტი პროფესიონალიზმი ჭირდება როგორც მესვეურების, ასევე თავად ფეხბურთელების მხრიდან. ერთი მერცხალი, ერთი ჯანო, გაზაფულს ვერ მოიყვანს. ნუ ვითხოვთ კაცისგან იმ მსხვერპლს, რაც სხვას არ გაუღია არავის და არც იქნება არაფრის მომცემი, რომ გააკეთოს.
ურაპატრიოტიზმი
27 მაისი 2020 03:03
5
არაა ეგრე. რატო სხვას არ უთვლიან ფულს და ანანიძე ყავს ხალხს ამოჩემებული? იმიტომ რომ ეს ტიპი არც ფეხბურთელია და საერთოდ სპორტსმენიც არაა. ნულია და ნულს მილიონებს აძლევენ. დებილიზმი სუფევს მსოფლიოში.
გენა
27 მაისი 2020 10:02
21
ათრაქებ რა, ათრაქებ!! 1-2 წელი კაცმა თავის სამშობლოში, საქართველოში რომ ითამაშოს ვერა?! ფულის გარდა არაფერი აღარ არსებობს?! ან რა მოთამაშე ეგ არის, მე მაგის ნათამაშევს ვერაფერს ვიხსენებ! ასე რომ დავაი, ვ პერიოდ როტორში!
aburjga
27 მაისი 2020 09:19
22
რუსეთის ჩემპიონატიო ისე წამოარტყამენ ხელს ქართველი ურა პატრიოტიზმით დაბრმავებული პათეტიკოსები გეგონებს ლიგაზე 3 გუნდი საქართველოს გაყავდეს და რუსულ კლუბებს საუკუნეში ერთხელ სანატრელი ქონდეს მესამე ეტაპის გადალახვა ან ქართულ გუნდებს მოეგოს უეფას თასი 21 საუკუნეში მეტსაც გეტყვით რუსეთის ჩემპიონატის დონეს მინიმალურადაც ვერ აკმაყოფილებს ჩვენი ფეხბურთელების უდიდესი უმრავლესობა დღეს ვინც იქ არიან და ისიც ძველი რეგალიების და ტერიტორიულად ახლო მანძილის დამსახურებაა და ამას მარტივად ავხსნი. ბოლოს როდის ითამაშა ქართველმა შემტევმა ფეხბურთელმა ტრადიციულ ძლიერ რუსულ გუნდში თუნდაც 2-3 სეზონი არცერთს ბოლო 15 წელია ანანიძემ როვ ვერ გაქაჩა ყველაფრის გათვალისწინებით ფაქტია , და ამიტომ მადლობას პირიქით იქით უნდა უხდიდე იმ მეორე ეშელონის რუსულ გუნდებს ვისაც დღეს აყავს ქართველი ფეხბურთელები და ძირითადად ყველა მცველია ან შემდეგ სასტავში რომ ვერ ხვდება და კიდევ აქეთ იქადნებიან რუსეთს თავს ვერ აღწევენ თუ არ აღწევენ ქართველი "რონალდოებიო". ყველაფრის გაბუქება გადამეტება გვიყვარს და სიძულვილი ხშირად უბრმავებს თვალს ადამიანს. ის რუსეთის წამყვანი გუნდები შუაზე გაგირღვევთ იმ თქვენაგან ნაქებ გენტს ფეინოორდს ტრაბზონს თუ რეინჯრერს და ამ დონის ჩემპიონატის წარმომადგენლებს და გამოვა ვიღაცა ჩაკვეტაძე გენტში ვითარდებაო და ამ დროს სამი წელია იქ არის და 35 თამაშში 5 გოლი აქ გატანილი და კანადელმა დევიდმა სრულყოფილად ჩაანაცვლა, ამ დონის კლუბშიც კი ვერ ქაჩავს ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი. იმ რუსეთი არ იყო მსოფლიოზე მეოთხედფინალი რომ ითამაშა, ან ეხლანდელ ახალგაზრდა ფეხბურთელები ჩალოვი მირანჩუკი სულეიმანოვი რეალურად აინტერესებთ წამყვანი ჩემპიონატების ამბიციურ გუნდებს და შორს არარის ის დრო რეალურად რომ გადავლენ და არა ვირტუალურად რომ შემოატარეს ლამის ჩვენი მესი და უკვე ოქროს ბურთიც გადაცეს მემგონი ვითომ მარადონები და დელპიეროები გვყავდეს და იარაღით აიძულებენ რუსული მეორე ხარისხოვანი გუნდები მათ იქ აყვანას. პირიქით ისინი ეხლა ვინც იქ არიან რუსულ კლუბებს არაფერი დააკლდება რომც არ აიყვანონ მაინც მეორეხარისხოვანი როლი აქვთ იმ გუნდებში აი თვითონ კი ევროპაში იქნებოდნენ კი მარა დაპუტავდენ მწვანე მინდორს უნგრეთის დანიის სლოვაკეთის შვედეთის და გერმანიის მესამე ბუნდესლიგაში და თვის ბოლოს აიღებდენ 300 ლარს. აი მე ამას სიმართლეს ვამბობ წყალი რო არ გაუვა ისეთს და ვინმეს რა დასაძრახი აქ იმ ჩემპიონატზე რომელიც მეექვსე არის ევროპაში და ევროპის ოცეულს მიღმა მყოფი ჩემპიონატის დონის ფეხბურთელები მაინც რო აყავს და შანს აძლევს და მაინც ვერაფერს შვებიან და ვერ გადადიან იმ წამყვან ევროპულ ჩემპიონატებში მიზეზი მარტივია არ არიან იმ დონის მორჩა და გათავდა ვისაც თავის მოტყუებადა რუსეთის სიძულვილის გამო სურს და კოშკი ქოხად ეჩვენება ეს მისი საქმეა და კიდევ დიდხანს მოუწევს რეალობას აცდენილი ოპტიმისტის როლში ცხოვრება რაც პერმანენტული მარცხების წინაპირობა არის ყველა სფეროსა დარგში თუ სახელმწიფოს მართვაში.
Wersty
27 მაისი 2020 09:44
12
ვისურვებდი არ დაგთანხმებოდი, მაგრამ სამწუხაროდ 90% არგუმენტებში გეთანხმები
ზურა
27 მაისი 2020 15:18
1
ვიღაცა წერდა ამ ცოტა ხნის წინ “აგერ ნახავთ თუ როტორში არ გადავიდაო” ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი
Davit
26 მაისი 2020 21:57
3
როსია მატ რადნაია,DDDD
fff
26 მაისი 2020 21:09
14
მთავარია უგუნდოდ არ დარჩეს! წინა კვირას კი გიწინასწარნეტყველეთ , ბათუმის დინამოში რო უკვე გადაყვანილი გყავდათ. ეს ისეთ ასაკშია რო უკვე გეუბნებით მთავარია უგუნდოდ არ დარჩეს!! და რაც შეეხება როტორს , როგორი ფუნასურად არ ჩამოუვარდება არც თბ.დინამოს და არც ბთ. დინამოს, რუსეთის ჩემპიონატი კიდე საგრძნობლად გაძლიერდა. არც იმ აზრს ვემხრობი რო იძახიან რუსეთი რახან ოკუპანტია მაგიტომ რომ არ უნდა ჩახვიდე ფეხბურთის სათამაშოდ, ესაა ყველაზე დიდი სისულელე! მაშინ რუსი ტურისტი არ უნდა შემოუშვა მაგ ლოგიკით, და არანაირი ხორბალი ან რამე ეგეთი, არც ჩვენი ღვინო უნდა გაუშვა,. მტერი როა გავიგეთ მარა, რაღაცაში მაინც ვაჯობოთ, რაღაცაში მაინც გამოვიყენოთ, ბოლობოლო მართლა მთელ რუსეთს ხო არ ვეზიზღებით ,იქაც ხოა ხალხი ვინც არ ეთანხმება ამ პუტის აზრებს
Vasili
27 მაისი 2020 20:09
4
ანორთოსისში რო არ სჭირდებათ და ნა-უი აგდებენ ვის რად უნდა ამის ნათამაშები ამის გუნდი შუქურაა ან მეშახტე მაქსიმუმ წნორის მილანი
ვაუ
26 მაისი 2020 22:03
14
ღადაობთ ხო?
ეგ თუ მართალია მე ჯანოს აღარასდროს ვუგულშემატკივრებ თუნდაც ზედიზედ ხუთჯერ გახდეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი!
მანდ გადასვლას ჯობდა საქართველოში ეთამაშა და ადგილობრივი გულშემატკივარი გაეხარებინა!
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
26 მაისი 2020 21:43
23
დაანებეთ ამ კაცს თავი.. 11 წელი ფულის გამო სკამზე იჯდა სპარტაკში და და იმას ვერ გავამართლებ, იმიტომ, რომ კარიერა დაინგრია ფულის გამო, მაგრამ ახლა ჩვეულებრივი გამოუსადეგარი ფეხბურთელიია. ვისი ბრალია? - თავისი! ბოლო 2 წელია ისე თამაშობს ეზოშიც კი არ დაიმატებს კაცი, თუ არ გჯერათ თავიდან ნახეთ ნაკრების თამაშებში და კვიპროსშიც..
ზუზუ
27 მაისი 2020 02:39
13
ზუსტად ეგაა.
27 მაისი 2020 10:03
4
მიდი ჯანო მიაწექი, კრიტიკულ კომენტარებს ყურადღება არ მიაქციო! აგე, გელა ნუგზარაშვილს როგორ აკრიტიკებდნენ, რა უნდა შრილანკის ჩემპიონატშიო, მაგრამ ვერ გამოიყენა ტრამპლინად?!
ჯაგა
27 მაისი 2020 13:52
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული