გვილია: ყველა საკუთარი თავისთვის ვიბრძვით, თუმცა უფრო მნიშვნელოვანიც არსებობს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ვარშავის "ლეგიას" ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ პოლონეთის თასის 1/4-ფინალურ შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ კომენტარი მედიასთან გააკეთა.

"რთული იყო ამდენი ხნის გატარება ვარჯიშებისა დ თამაშების გარეშე. უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში ვერ ვაკეთებდით იმას, რაც ყველაზე ძალიან გვიყვარს. ფეხბურთი ძალიან გვენატრებოდა.

საბედნიეროდ, დავბრუნდით, უსაფრთხოდ ვართ და ჯანსაღად. ჯერჯერობით თავს მთლად კარგად არ ვგრძნობთ, თუმცა თამაშიდან თამაშამდე ყველაფერი გაუმჯობესდება. ეს ჩვენს ფიზიკურ ფორმასაც ეხება.

ჩვენ მეტი გოლის გატანა შეგვეძლო. პირადად მეც კიდევ უნდა გამომეჩინა თავი, თუმცა, რაც მთავარია, გუნდმა მოიგო და შემდეგ
ეტაპზე გავიდა. ვითამაშებ თუ არა რეგულარულად, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია, თავად მე კი შრომასა და ვარჯიშს არ დავაკლებ.

"ლეგიაში" მოსვლის შემდეგ პირველი 25 შეხვედრა ჩავატარე, მერე ტრავმა მივიღე და აღარ მითამაშია. ძირითად შემადგენლობას დავუბრუნდი და ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებ. შესაძლოა, ლიქუინიასმა ფლანგზე ითამაშოს და მე უფრო შიგნით. ვნახოთ, როგორ იქნება. ჩვენ ყველა საკუთარი ადგილისთვის ვიბრძვით, თუმცა უფრო მნიშვნელოვანიც არსებობს და ეს გუნდია.

რაც შეეხება უშუალოდ ამ შეხვედრას, ინტენსიურად მოვემზადეთ. ინდივიდუალური და ჯგუფური ვარჯიშები გვქონდა. 2-თვიანი პაუზის მიუხედავად, ტექნიკა და თამაშის განცდა არ დაგვიკარგავს. ბოლო 10 წუთი უფრო რთული გამოდგა, რადგან ფეხბურთელი გაგვიძევეს, მაგრამ მთავარია მოვიგეთ და შეგვეძლო 3:0 ან 4:0 გაგვემარჯვა", - განაცხადა გვილიამ.

"ლეგია" პოლონეთის თასის 1/4-ფინალურ მატჩში ლეგნიცაში "მიედზს" დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში სწორედ ვაკო გვილიამ გახსნა ძალიან ლამაზი დარტყმით.

მომზადებულია legia.net-ის მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული