დავითაშვილმა და კვარაცხელიამ "რუბინში" ვარჯიში დაიწყეს

AutoSharing Option
კორონავირუსის გამო შეჩერებული რუსეთის პრემიერლიგა, სავარაუდოდ, 21 ივნისს განახლდება, მატჩებზე ტრიბუნების ტევადობის 10%-ით შევსებაა დასაშვები და გუნდებმა ვარჯიშები დაიწყეს.

პაუზის შემდეგ კლუბის ბაზაზე პირველი ვარჯიში "რუბინმა" ჩაატარა. ფეხბურთელები მცირე ჯგუფებად იყვნენ დაყოფილი. ყაზანურ გუნდში ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა და თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ივარჯიშეს, რომლებიც თბილისიდან თათრეთის დედაქალაქში ავტომობილით ჩავიდნენ.

22 ტურის შემდეგ "რუბინი" 23 ქულით მე-14 ადგილზეა და პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მოუწევს ბრძოლა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
დავითაშვილს ზედმეტი წონა აქვს თუ მეჩვენება?
სოსო
08:39 30-05-2020
8
აბა გვეშველა თუ დაიწყეს,
ემიგრანტი
14:13 30-05-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული