უკრაინის განახლებულ ჩემპიონატზე "შახტარმა" კიევის "დინამოს" 3:1 სძლია.
დონეცკურ გუნდში სათადარიგო იყო მცველი დავით ხოჭოლავა და მიუხედავად იმისა, რომ დონეცკელთა მწვრთნელმა ლუიშ კაშტრუმ 5 ცვლილება განახორციელა, ჩვენებური მოედანზე მაინც არ შეუშვა.
დედაქალაქელთა გუნდში 76-ე წუთამდე ითამაშა ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა და 38-ე წუთზე მისი პასით ვიტალი ბუიალსკიმ ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ უპირატესობას დონბასური გუნდი დაეუფლა და 3 გოლი გაიტანა. დუბლი მარლოსმა შეასრულა, ერთი გოლი კი მარკოს ანტონიომ გაიტანა.
"შახტარი" 24 ტურის შემდეგ 62 ქულით ლიდერია, მის უახლოეს მდევრებს კიევის "დინამოს", "დესნასა"
და "ზორიას" კი 46-46 ქულა აქვთ.