ზივზივაძემ 16 წუთი ითამაშა - "მეზოკოვეშდმა" ისევ ვერ მოიგო

AutoSharing Option
უნგრეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში ბუდუ ზივზივაძის "მეზოკოვეშდი" გასვლაზე "კიშვარდას" დაუზავდა - 1:1.

წინა ტურში "პაკშისთან" წაგებულ მატჩში (0:2) ზივზივაძე 66-ე წუთზე შეცვალეს, ამჯერად კი ძირითად შემადგენლობაში არ იყო და 74-ე წუთზე შეუშვეს შეცვლაზე.

ბოლოს გოლი ბუდუმ 26 მაისს, თასის ნახევარფინალში "ფეჰერვარს" გაუტანა და უნდა ითქვას, სეზონის განახლების შემდეგ მისი გუნდი ძველებურად კარგად ვეღარ თამაშობს - 5 მატჩიდან 3 წააგო და 2 ფრედ დაასრულა.

ჩვენებურის ანგარიშზე ჩემპიონატის 26 მატჩში 8 გოლია.

"მეზოკოვეშდი" 46 ქულით კვლავაც მესამე ადგილზეა და 12 ივნისს "ჰონვედს"
უმასპინძლებს, რომელთანაც თასის ფინალში დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
მართლა ჩასაფრებულები არიან ზოგიერთები ბუდუ ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი ამ გუნდში,და რომც ვერ მოუმატოს... თავისას ცდილობს ეს კაცი როგორც შეუძლია წარმატებები მას
გიორგი კაჭკაჭიშვილი
10 ივნისი 2020 19:10
0
ამ ორი გუნდის სახელი რო გადაადნო , ერთ ნორმალურ სახელსაც ვერ გამოიყვან!!!! დდშშნნდდდნნნ გუნდებში თამაშობენ, 1000 დოლარით მეტი რო აიღონ
Vasili
10 ივნისი 2020 00:35
1
და რატო გიკვირს შენ უარს იტყოდი 1000 დოლარით მეტს რო სხვაგან გიხდიდნენ რა ადამიანები არარიან თუ რა ოჯახი არ ყავთ არ ჭამენ არ სვამენ ცხოვრების კეთილმოწყობა რატომ არ უნდა უნდოდეს რო დაამთავრებს კარიერას მერე რა უნდა გააკეთოს რაღაცა დანაზოგი ხო უნდა ქოდეს აბა აქ დარჩეს 800 ლარი ქონდეს და 4-5 თვე დავალიანება ქონდეთ კიდე კლუბებს და მაგათ ელოდონ ცოტა ტვინი დაატანეთ რომ იძახით პირდაპირ!
п
10 ივნისი 2020 01:03
0
თქვენ ვაისი დებილი ხომ არ გგონიათ?
წაიფართხალა ორი თამაში ტიპმა რაღაც გუნდში რომლის სახელის გამოთქმაზე ენას მოიტეხავ და ლამის ნაკრებში შეტენეს!მიხვდნენ ისინიც რომ ზედმეტი პიარი აქვს და დასვეს სკამზე!
მაქსიმუმ ახალ წლამდე და დაუბრუნდება მშობლიურ ტორპედოს.
ესეც მაგარია იყავი რა შენს ქვეყანაში რას გაძლევენ მაგდენს?
მაგრამ რაღაც პონტში კარგია რომ მიდიან ესეთები იქნებ ვინმე ნიჭიერი გამოჩნდეს და სკამისთვის ცოდოა ის ნიჭიერი აქ.
ომბუცმენი
09 ივნისი 2020 23:56
6
აი მართლა ჩასაფრებულები არიან რა უნდა ტორპედოში როცა ხელფას არ აძლევენ და საერთოდ ამ ქვეყანაში ვის აქ ნორმლაური ხელფასი რატომ არ უნდა წავიდეს უნგრეთში კი არა უზბეკეთში წავა რომ ითამაშოს და ხელფასი აიღოს წესიერი თავი ფეხბურთელად მაინც რომ იგრძნოს და 7 თვის დავალიანებები არ ქონდეთ კლუბებს კაი რა მართლა მარტო ფეხბურთია ცხოვრება არ უნდათ ამ ხალხს თუ შენ იცი უკეთ სად ჯობია?!
п
10 ივნისი 2020 01:05
1
ესე რამ დაგაბოღმათ ამ ბიჭზე? ჩასაფრებული რომ ხართ, ჩვენი ქვეყნის სისხლისმსმელ რუსეთში ხომ დაფრინავენ?წარმატებები ბუდუს,
ლორდი
10 ივნისი 2020 00:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული