ტაბიძემ სრულად ითამაშა - "უფას" კიდევ ერთმა ქართველმა მოაგებინა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის 23-ე ტურის შეხვედრაში "უფამ" საკუთარ მოედანზე "ტამბოვი" მიიღო და ნიკა გიორგობიანის 90+1-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით დაამარცხა მეტოქე - 2:1.

საქართველოს ნაკრების მცველი ჯიმი ტაბიძე მოედანზე პირველივე წუთიდან გამოჩნდა და შეხვედრა სრულად ჩაატარა. რაც შეეხება გიორგობიანს, რომელიც სოჭში გახლავთ დაბადებული, 22 წლისაა და რუსეთის მოქალაქეობა აქვს. ის მოედანზე 86-ე წუთზე შევიდა და თავის გამოსაჩენად 5 წუთი ეყო.

"ტამბოვის" შემადგენლობაში სრულად ჩაატარა შეხვედრა მეკარე გიორგი შელიამ, ხოლო გურამ თეთრაშვილი 36-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს. არ უთამაშია გიორგი მელქაძეს. სამაგიეროდ, 56-ე
წუთზე მოედანზე ვლადიმირ კაბახიძე გამოვიდა, რომელიც 20 წლის გახლავთ და ასევე რუსეთის მოქალაქეა.

ამ გამარჯების შემდეგ "უფამ" 30 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციას იკავებს.




მკითხველის კომენტარები / 3 /
დარწმუნებული ვარ ევროპიდან იქნება წინადადებებები და ეს რუსებიც ვერ იტყვიან უარს. უფაა ბოლობოლო ცსკა ან ზენიტი ხოარა
Van gaali
21 ივნისი 2020 22:02
1
ეს ტაბიძე ძალიან მომწონს.სტაბილურია,თან ასაკითაც პატარაა,გუნდიც ნორმალურია.იმედია კარგი კარიერა გამოუვა.წარმატებები,ღმერთი შენსკენ
master
21 ივნისი 2020 20:15
0
სწრაფად პროგრესირებს და სტაბილურია.ძალიან მეიმედება.ეს ერთი წელია,გია გრიგალავაც სულ უფრო მომწონს.რუსეთის მოქალაქე ქართველებიც, ყურადღების არეში უნდა გვყავდეს.ამ ბოლო ხანებში, ბევრი გამოჩნდა და არა მგონია,ყველა მათგანს დავიწყებული ჰქონდეს ქართველობა.
სოსო
22 ივნისი 2020 13:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული