"უფას" მწვრთნელი: ტაბიძე "ლაიპციგსა" და "ზალცბურგში" თავისუფლად ითამაშებდა

AutoSharing Option
რუსული "უფას" მთავარმა მწვრთნელმა ვადიმ ევსეევმა Youtube-არხ Nebel-თან საუბრისას თავისი გუნდის ის ფეხბურთელები ჩამოთვალა, რომლებიც უპრობლემოდ ითამაშებდნენ RED BULL-ის წამყვან კლუბებში - "ლაიპციგსა" და "ზალცბურგში" და პირველ რიგში, საქართველოს ნაკრების მცველი ჯიმი ტაბიძე ახსენა.

"ვინ შეძლებდა "უფას" შემადგენლობიდან "ზალცბურგსა" და "ლაიპციგში"? კარგი შეკითხვაა. ასეთები ტაბიძე, ნედელჩეარუ, ფომინი და სისუევი არიან", - განაცხადა ევსეევმა.

ასევე, "უფას" გენერალურმა დირექტორმა შამილ გაზიზოვმა თქვა, რომ რუმინელი მცველის, ნედელჩეარუს საკუთარ რიგებში ხილვა "რომასა" და "უდინეზეს" სურდათ და დაამატა, რომ მის მსურველთა რიცხვში ბუნდესლიგის კლუბებიც არიან.

რაც შეეხება ჯიმი ტაბიძეს, ისიც, ნედელჩეარუს მსგავსად, 24 წლისაა და ცენტრალური მცველია ("უფა" 3 ცენტრმცველით თამაშობს, ნედელჩეარუ მარჯვნივ დგას, ჯიმი - მარცხნივ) და ყველა სტატისტიკური მაჩვენებლით სჯობს თავის რუმინელ თანაგუნდელს.

"უფა" კი სულ ცოტა ხნის წინ სწორედ ავსტრიულმა კომპანია RED BULL-მა შეიძინა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
Ар
Алика
00:06 12-06-2020
1
По шеудениа ред Буллс Уфа
Алика
00:06 12-06-2020
2

სიახლეები პოპულარული