სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს - ის დროა, კვირკველიამ "ლოკომოტივი" დატოვოს

AutoSharing Option
მწვრთნელ იური სიომინის წასვლის შემდეგ მოსკოვის "ლოკომოტივში" საბა კვირკველიას მდგომარეობა გაურთულდა.

კვირკველიას ამ სეზონის პირველ ნახევარში იშვიათად ათამაშებდნენ. ბოლოს სიომინმა, როგორც იქნა, ძირითად შემადგენლობაში დააბრუნა და კორონავირუსის გამო ჩემპიონატიც შეჩერდა. მერე სიომინს კონტრაქტი არ გაუგრძელეს და მის ნაცვლად სერბი მარკო ნიკოლიჩი დანიშნეს.

სიომინმა ერთ-ერთ ინტერვიუში მიანიშნა, რომ კლუბის გენერალურმა დირექტორმა ვასილ კიკნაძემ კვირკველიას გაისამდე მოქმედი ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ნახევრის აღება და გუნდიდან წასვლა შესთავაზა.

დღეს, 21 ივნისს, რუსეთის
პრემიერლიგის 23-ე ტურში "ლოკომოტივმა" საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი "ორენბურგი". კვირკველია სათადარიგო იყო. არადა, თავისი გამოცდილების, კლასის, კლუბისადმი დამსახურების და სარგებლიანობის მხრივ, ის ასეთ დამოკიდებულებას აშკარად არ იმსახურებს და ალბათ, კლუბის ხელმძღვანელობა გასაქანს არ მისცემს. თანაც, არაა საბა იმ ასაკში, რომ სათადარიგოთა სკამზე იჯდეს და იმას ელოდოს, როდის ვინმე დისკვლიფიკაციას ან ტრავმას მიიღებს.

როგორც "ლოკოს" ფანებმა დააანონსეს, პროტესტის ნიშნად მე-20 წუთზე დატოვეს სტადიონი, იქამდე კი სკანდირებდნენ:

"მხოლოდ სიომინი იური პალიჩი, ეი-ეი" და კლუბს კიკნაძის გადაყენებისკენ მოუწოდებდნენ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ქართველების პერსპექტივა РПЛ-ში ჯუღელმა დაბრიდა!
ჯიმი
15:07 31-08-2020
0
ეგრე იცის სიონონის აგარაკზე ნებივრობამ)) რას ტიპობ? შენ ხო მაინც იცი ოა კუში დაკარგე
gela
15:02 31-08-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული