მოსკოვის "ლოკომოტივის" გულშემატკივრები უკმაყოფილოები არიან გუნდის მწვრთნელ იური სიომინის გუნდიდან გაშვების გამო და პროტესტის ფორმას მიმართავენ.
"ლოკომოტივის" ფანთა ორგანიზაცია United South-ი სეზონის დასრულებამდე მატჩებს მხოლოდ მე-20 წუთამდე დაესწრება, გუნდს მასშტაბურად მხარს არ დაუჭერს, თამაშებისას გამოხატავს თავის პოზიციას და იმისათვის, რათა კლუბის ხელმძღვანელობამ არც ერთი კაპიკი არ მიიღოს, კლუბის მაღაზიებში არაფერს არ შეიძენენ.
"ლოკომოტივი" სეზონს 21 ივნისს "ორენბურგთან" მატჩით განაახლებს.