გიორგი შელია: ამ ქვეყანაში საკუთარი აზრის თქმის უფლება არ გვაქვს

AutoSharing Option
"ტამბოვის" მეკარემ, წარმოშობით ქართველმა და რუსეთის მოქალაქე გიორგი შელიამ "უფასთან" გამართული მატჩი შეაფასა და ჩემპიონატში არსებულ ვითარებასაც მოკლედ შეეხო.

"მენტალურად "უფას" სათამაშო სტილისთვის მზად არ აღმოვჩნდით. ჩემი აზრით, პირველ ტაიმში თამაში ფსიქოლოგიურად დავთმეთ, მეორე ნახევარში კი მეტოქე ისე აგრესიულად აღარ გვიტევდა.

ცხადია, ასეთი შესვენება ძალიან რთული იყო. 3 თვე არ თამაშობ და უცებ დიდი დატვირთვები გეწყება. თუმცა ჩვენ პროფესიონალები ვართ და ამაზე არ უნდა ვიწუწუნოთ.

რაც შეეხება პენალტის ეპიზოდს, როგორც მე დავინახე, ჩვენი მოთამაშე (თეთრაშვილი) მოწინააღმდეგეს ფეხზე შეეხო. მსაჯმა განიხილა
ეპიზოდი და ჩვენს კარში 11-მეტრიანი დანიშნა. ეს სამართლიანი გადაწყვეტილება იყო.

რას ვიტყვი ჩემპიონატში არსებულ ვითარებაზე? ამ ქვეყანაში არაფერზე გაქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება და მისი საჯაროდ დაფიქსირება. ის, რაც "როსტოვთან" დაკავშირებით მოხდა, არასპორტული იყო. ბიჭებზე გული დამწყდა, მათ გვერდში უნდა დავუდგეთ", - განაცხადა "ტამბოვის" მეკარემ.

მომზადებულია Rusfootball-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემო შელია, ყველა რუსული ფეხბურთი მაგ მყრალი სისტემის ფულით არსებობს, სხვა მხრივ რუსულ გუნდები ვერ გამოიმუშავებენ იმ თანხას რომ უცხოელ ფეხბურთელებს ან თუნდაც ადგილობრივებს უხადონ ის თანხა რასაც უხდიან, მაგალითად შენი გუნდი საერთოდ პროვინციულია და რეალურად არანაირი შემოავალი არ აქვს, ან თუნდაც ზენიტი რომელიც სტადიონს მუდმივად ავსებს იმასაც ვერ ექნებოდა ამხელა ფული იმიტომ რომ არც ტელევიზიები არც სხვა ფირმები რუსეთის ჩამპიონატისთვის მაგხელა თანხებს არ გაიღებდნენ, რეალურად კი ამ წამს მილიონერები ხართ ზუსტად იმიტომ რომ რუსეთში ეს სისტემაა, მესმის მეცინერებმა და კულტურის მოღვაწეებმა ამოიღონ ხმა, თქვენგან კი ცოტა უხერხულია.
ნიკო
12:11 22-06-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული