კიტეიშვილი თურქულ გრანდში?! - მოლაპარაკებები მალე დაიწყება...

AutoSharing Option
თურქული A Sports-ის კომენტატორ ჰალდუნ დომაჯის ინფორმაციით, სტამბულის "ფენერბახჩე" საქართველოს ნაკრებისა და გრაცის "შტურმის" ნახევარმცველ ოთარ კიტეიშვილით არის დაინტერესებული და მასში გუნდის მომავალ 10-ნომერს ხედავს.

"ფენერს" მაქს კრუზეს ჩანაცვლება უნდოდა და ფეხბურთელის ძებნა დაიწყო. fotomac.com.tr-ის ცნობით, თურქები არჩილ არველაძეს დაუკავშირდნენ, რომელმაც კიტეიშვილი კარგად დაახასიათა. ამის შემდეგ კლუბმა ოთარზე ინფორმაცია მოიძია და იმდენად კარგი რეპორტი მიიღო, რომ მოლაპარაკებების დაწყებას მალე გეგმავს.

საიტი წერს, რომ კიტეიშვილს "შტურმთან" კონტრაქტი 2022 წლამდე აკავშირებს. მას როგორც 8, ისე 10 ნომრის პოზიციებზე შეუძლია თამაში და ყურადღებას
ორივე ფეხით კარგი თამაშით იპყრობს.

ასევე, გამოცემა აღნიშნავს, რომ კიტეიშვილის შეძენა "ფენერბახჩეს" ძალიან იაფად შეუძლია და მისი სატრანსფერო ფასი მხოლოდ 1,5 მილიონი ევრო გახლავთ.

მკითხველის კომენტარები / 24 /
აშკარად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ფენერბახჩეში გადასვლა. წარმატებები მინდა ვუსურვო ოთარს. ღმერთი შენსკენ.
roma bejanidze
14:46 22-06-2020
3
კარგია თუ მართლა გადავა. შტურმი ამ ეტაპზე არ არის ის გუნდი სადაც კიტეიშვილი უნდა თამაშობდეს. ფენერი ევროპაზეა ყოველ წელს და თურქული ჩემპიონატიც არ ჩამოუვარდება ავსტრიულ ბუნდესლიგას. ოთარისთის საჭიროა შტურმზე ძლიერი გუნდი რომ კარგად წარმოაჩინოს თავი. ფენერბაჰჩე ამ ეტაპზე ძლიერი და უფრო მიზანდასახულია ბევრად ვიდერე შტურმი. წამატებები ოთოს.
G.LA
14:32 22-06-2020
5
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული