utbolnews.pl: გვილია "ლეგიას" ნამდვილი თილისმაა

AutoSharing Option
ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ პოლონეთის ჩემპიონატის 31-ე ტურში "ლეგიას" "შლიონსკთან" დუბლით გამარჯვება მოაპოვებინა (2:0) და ლიდერობა განამტკიცებინა. მან ამ სეზონში ყველა ტურნირზე 10 გოლი და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა და ექსტრაკლასას ოფიციალურმა საიტმა მესამედ შეიყვანა ტურის სიმბოლურ ნაკრებში, ხოლო utbolnews.pl-მ მასზე წერილი გამოაქვეყნა:

"ვალერიან გვილიამ სილეზიელებთან მატჩში თავის გუნდს 2:0 მოაგებინა და უნდა ვაღიაროთ, რომ ეს პირველი შემთხვევა როდია, როდესაც ქართველი ლეგიონერი გუნდის თილისმაა.

ქართველი შემტევი ზაბჟეს "გურნიკში" საკვანძო ფიგურა იყო. 26 წლის ფეხბურთელი გუნდს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარა. ის "ლეგიაში"
ძირითადის თავგამოჩენილი ფეხბურთელი და მწვრთნელ ვუკოვიჩის თილისმაა - მის მიერ ყველა გატანილი გოლისას ვარშაველებმა გაიმარჯვეს.

"ლეგია" მეორეადგილოსან "პიასტს" 10 ქულით უსწრებს. დიდი ალბათობით, ჩემპიონი გახდება და უეჭველია, გვილია ერთ-ერთი მთავარი გმირი გახდება".

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
ბრავო !!! მაგარი კაცი, ფუტკარივით მშრომელი და მებრძოლი.
წარმატებები გვილო
ქობულეთიდან
00:57 23-06-2020
0
ორივე შემთხვევაში ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციიდან გაიტანა გოლი.იქნება აზრი ჰქონდეს და ნაკრებშიც მოგვესინჯა?ფაქტია,რომ მაგ პოზიციაზე პრობლემა გვაქვს და გამტანი კაცი გვჭირდება.
სოსო
11:17 23-06-2020
1

სიახლეები პოპულარული