utbolnews.pl: გვილია "ლეგიას" ნამდვილი თილისმაა

AutoSharing Option
ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ პოლონეთის ჩემპიონატის 31-ე ტურში "ლეგიას" "შლიონსკთან" დუბლით გამარჯვება მოაპოვებინა (2:0) და ლიდერობა განამტკიცებინა. მან ამ სეზონში ყველა ტურნირზე 10 გოლი და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა და ექსტრაკლასას ოფიციალურმა საიტმა მესამედ შეიყვანა ტურის სიმბოლურ ნაკრებში, ხოლო utbolnews.pl-მ მასზე წერილი გამოაქვეყნა:

"ვალერიან გვილიამ სილეზიელებთან მატჩში თავის გუნდს 2:0 მოაგებინა და უნდა ვაღიაროთ, რომ ეს პირველი შემთხვევა როდია, როდესაც ქართველი ლეგიონერი გუნდის თილისმაა.

ქართველი შემტევი ზაბჟეს "გურნიკში" საკვანძო ფიგურა იყო. 26 წლის ფეხბურთელი გუნდს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარა. ის "ლეგიაში"
ძირითადის თავგამოჩენილი ფეხბურთელი და მწვრთნელ ვუკოვიჩის თილისმაა - მის მიერ ყველა გატანილი გოლისას ვარშაველებმა გაიმარჯვეს.

"ლეგია" მეორეადგილოსან "პიასტს" 10 ქულით უსწრებს. დიდი ალბათობით, ჩემპიონი გახდება და უეჭველია, გვილია ერთ-ერთი მთავარი გმირი გახდება".

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
ყველა დროში ყველაზე მშრომელი და თავდადებულო ნაკრებისთვის იყვნენ ქეცბაია,კანკავა და აგერ გვილია.არ დავწერ მეგრელს(კრუნჩხვები რომ გემართებათ ამ სიტყვის გაგონებაზე) არ ვახსენებთ თორემ უკვე აღარ მიქვეყნებენ კომენტარს...
მზიური გალი
23 ივნისი 2020 21:08
2
მეგრული გვარი კი მაქვს, მაგრამ იმერელი ვარ...ბებია კი მეგრელი თავადის ქალი. შეიძლება მეგრული ნაწილი ღვივის ჩემში ეხლა, მაგრამ ერთი კი ნამდვილად ცხადია: მეგრელებმა რომ იციან ერთმანეთის მხარდაჭერა ისე ყველა ქართული კუთხის წარმომადგენელს ჰქონდეს ნეტა და საქართველოს წარმატებულს ვიხილავთ...კარგად დაწერე, ბევრიც ვიცინე. გაგიმარჯოს!
emigranti
12 ივლისი 2020 03:20
0
როგორც ვატყობ, ვერც ხვდები, რატომ აღარ გიქვეყნებენ. ვერც ვერასდროს მიხვდები. ყველა მეგრელს შემოვევლე, შენნაირი ჩლუნგის გარდა.
სანდრო
25 ივნისი 2020 12:16
0
ორივე შემთხვევაში ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციიდან გაიტანა გოლი.იქნება აზრი ჰქონდეს და ნაკრებშიც მოგვესინჯა?ფაქტია,რომ მაგ პოზიციაზე პრობლემა გვაქვს და გამტანი კაცი გვჭირდება.
სოსო
23 ივნისი 2020 11:17
1
ბრავო !!! მაგარი კაცი, ფუტკარივით მშრომელი და მებრძოლი.
წარმატებები გვილო
ქობულეთიდან
23 ივნისი 2020 00:57
0

სიახლეები პოპულარული