ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ პოლონეთის ჩემპიონატის 31-ე ტურში "ლეგიას" "შლიონსკთან" დუბლით გამარჯვება მოაპოვებინა (2:0) და ლიდერობა განამტკიცებინა. მან ამ სეზონში ყველა ტურნირზე 10 გოლი და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა და ექსტრაკლასას ოფიციალურმა საიტმა მესამედ შეიყვანა ტურის სიმბოლურ ნაკრებში, ხოლო utbolnews.pl-მ მასზე წერილი გამოაქვეყნა:
"ვალერიან გვილიამ სილეზიელებთან მატჩში თავის გუნდს 2:0 მოაგებინა და უნდა ვაღიაროთ, რომ ეს პირველი შემთხვევა როდია, როდესაც ქართველი ლეგიონერი გუნდის თილისმაა.
ქართველი შემტევი ზაბჟეს "გურნიკში" საკვანძო ფიგურა იყო. 26 წლის ფეხბურთელი გუნდს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარა. ის "ლეგიაში"
"ლეგია" მეორეადგილოსან "პიასტს" 10 ქულით უსწრებს. დიდი ალბათობით, ჩემპიონი გახდება და უეჭველია, გვილია ერთ-ერთი მთავარი გმირი გახდება".
წარმატებები გვილო