გუშინ, 23 ივნისს, "აჭარასპორტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის "დინამოს" კაპიტანი ნიკა ნინუა კარიერას სტამბულის "ბეშიქთაშში" განაგრძობდა და მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მხარეებისაგან ჯერ არაფერი ისმის, აღნიშნული სიახლე თურქულმა წყაროებმაც დაადასტურეს.
sporx.com-ი წერს, რომ 21 წლის ქართველი ფეხბურთელი "ბეშიქთაშში" ითამაშებს და მხარეები პირობებზე უკვე შეთანხმდნენ. წყაროსვე ცნობით, ტრანსფერის შესახებ ოფიციალური განცხადება მალე გაკეთდება.
ნიკა ნინუა, რომელიც 21 წლის 2 დღის წინ გახდა, თბილისის "დინამოს" ძირითად გუნდში მეხუთე სეზონს ატარებს. გასულ სეზონში ნინუამ ეროვნულ ლიგაში 31 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია. მას "ტრასნფერმარკტი" 900 000 ევროდ აფასებს.
800 000 ევრო კარგი ფულია დინამოსთვის.უარს ვერ იტყვიან აშკარად.თუმცა მაინც ცოტა ადრე მგონია მისი დინამოდან წასვლა,თუმცა ვინ იცის...ისიცაა დინამოს რომც არ უნდოდეს გაშვება ფეხბურთელი მოინდომებს წასვლას.შენგელია არ გაჩერდა ქონიას გამგონე და ნინუა რატომ უნდა დარჩეს თუ ბეშიქთაში იწვევს.
ვინც გადავიდნენ თურქეთში ქართველბი შენგელია ლობჟანიძე ყველას აქვს ნდობა და სათამშო დრო და იმედი მაქვს ნინუას გადასვლაც წარმატებული ქინება და მისცემენ სათამაშო დროს და სკამზე არ დასვამენ და როტაცის ფეხბურთელი არ იქნება ბეშიკთაშში წარმატებები ნინუას