"გეტებორგს" ხარაიშვილის გაყიდვა უწევს - სატრანსფერო ფასიც ცნობილია

AutoSharing Option
შვედური და დანიური სპორტული გამოცემების მიხედვით, "გეტებორგს" კორონავირუსის პანდემიის შედეგად სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა და მზად არის გუნდის ორი საუკეთესო ფეხბურთელი გაყიდოს, მათ შორის, ქართველი გიორგი ხარაიშვილი.

წყაროთა ცნობით, შვედური კლუბი 19 წლის ნიგერიელი საყრდენი ნახევარმცველის, ალჰასან იუსუფის გაყიდვასაც გეგმავს, რომლის სანაცვლოდ "გეტებორგს", დაახლოებით, 2 მილიონი ევროს მიღება სურს, ხოლო გიორგი ხარაიშვილში კი ამ თანხის ნახევარს ელოდება.

23 წლის გიორგი ხარაიშვილი "გეტებორგში" 2018 წელს "საბურთალოდან" გადაბარგდა 300 000 ევროს სანაცვლოდ. ქართველმა შვედეთის უმაღლეს ლიგაში 55 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი
გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 6 /
რა მაგარი კომენტარებია უნდა ნახოთ უბრალოდ რა :D :D დავწერე რომ უნდა გადავიდეს საუკეთესო 4 ჩემპიონატიდან რომელიმეში და უცბად რამდენი თურქეთის ჩემპიონატის ფანი გვყოლია საქართველოში. თქვენ კიტეიშვილის სტატიაზე უნდა ნახოთ, თურქულ საიტზე გეგონებათ თავი. სიტყვაზე აქედან აინტრახტში გადავიდა, უფრო კაი არაა? გერმანიის უძლიერეს ჩემმპიონატს მიეჩვევა და ვინ იცის იქ ლიდწრი რომ გახდება, უკეთეს ლიგაში გადავიდეს ეგებ. ამის უნარი შეწევთ გიოსაც და ოთოსაც. რაც შეეხება იმას რომ ჩვენ ბევრად უკან ვართ საკლუბო დონეზე ვუდრე თურქები, ეს ფინანსების ბრალია. რაც მანდ იდება იმის მეექვსედი მოგვცა, ჩვენ მაგათზე ძლიერიკლუბები გვეყოლებოდა. მე არ ვადარებ თურქეთს საქართველოს ჩემპიონატს ანდა საიდან მოიტანეს რო ვადარებდი. ცოტათი პატარა პრიჩინაც ჰინდათ და იტყვით ყველაზე მაგარი ჩემპიონატი გვაქვსო. არ მაინტერესებს რა. მე ჩემი საუკეთესო სპორტსმენები საუკეთესო ქვეყნებისთვის მინდა და არა თურქეთისთვის საიდანაც თავის დაღწევა ისეთივე რთულია როგორც რუსეთიდან ან ყაზახეთიდან . რადგან იქ ზედმეტად ბევრ ფულს იღებენ და მერე კიდიათ ფეხბურთი. გაიგეთ ობიექტურებო და ათოსნებო? :) :)
კდჯრკკე
17:02 27-06-2020
0
ნეტა ფენერი,ბეშიქფაში და გალათასარაის დონის ფეხბურთელები მოგვცა,რა აქვს თურქეთის ლიგას თქვანი დასაწუნი თქვე ოროსნებო?სად გადადის ხარაი?
ბაჩი
10:16 27-06-2020
0

სიახლეები პოპულარული