თურქული "ჰურიეთი" იტყობინება, რომ "ფენერბახჩე" დიდ სიურპრიზს ამზადებს - 10 ნომრის პოზიციაზე 32 წლის გერმანელი თავდამსხმელის, მაქს კრუზეს ნაცვლად საქართველოს ნაკრებისა და გრაცის "შტურმის" შემტევს, ოთარ კიტეიშვილს შეიძენს.
გამოცემის ცნობით, სტამბულური კლუბის წარმომადგენლები კიტეიშვილის თამაშს აკვირდებოდნენ, მის შესახებ კი ინფორმაცია შოთა და არჩილ არველაძეებისგან მიიღეს, რომლებმაც ყოველმხრივ დადებითად დაახასიათეს.
კიტეიშვილს "შტურმთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და მისი ტრანსფერი "ფენერბახჩეს" 1 მილიონი ევრო დაუჯდება.
ძალიან გასახარია ეს ინფორმაცია როგორც კიტეიშვილზე ასევე ნინუზეც ორ წამყვან თურქულ კლუბში რომ გადადიან ქართველები არც ფენერბაჰჩე და არც ბეშიკთაში არ არიან ხელწამოსაკრავი გუნდები წარმატებები მათ მომავალ სეზონში იმედი მაქვს ყველაფერი ასე იქნება მე პირადად ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ შენგელიას კონია ან ლობჟანიძის ანკარაც დარჩებიან სუპერ ლიგაში სამწუხაროდ ორივე ეს გუნდი გასავარდნ ზონაშია და იმედი მაქვს ორივე თუ არაა ერთი მაინც გადარჩება.