"ჰურიეთი": "ფენერბახჩე" კიტეიშვილს 1 მილიონად შეიძენს

AutoSharing Option
თურქული "ჰურიეთი" იტყობინება, რომ "ფენერბახჩე" დიდ სიურპრიზს ამზადებს - 10 ნომრის პოზიციაზე 32 წლის გერმანელი თავდამსხმელის, მაქს კრუზეს ნაცვლად საქართველოს ნაკრებისა და გრაცის "შტურმის" შემტევს, ოთარ კიტეიშვილს შეიძენს.

გამოცემის ცნობით, სტამბულური კლუბის წარმომადგენლები კიტეიშვილის თამაშს აკვირდებოდნენ, მის შესახებ კი ინფორმაცია შოთა და არჩილ არველაძეებისგან მიიღეს, რომლებმაც ყოველმხრივ დადებითად დაახასიათეს.

კიტეიშვილს "შტურმთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და მისი ტრანსფერი "ფენერბახჩეს" 1 მილიონი ევრო დაუჯდება.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ბეშიქთაშში და ფენერბახჩეში გადასვლა თუ არაა წარმატება, მაშინ რა ვიცი. მითუმეტეს იმ რეალიბის ფონზე რა დონეზეც დღეს არიან ჩვენი ფეხბურთელები.// ბოლოსდაბოლოს ეს ორი გუნდი თურქეთის გრანდები არიან, და არც თურქეთია ჭ კლასი, ხალხიც ბლომად დადის, თან ამ ორ გუნდს დიდი გულშემატკივრები ყავს, და ამ ავსტრიებს და შვეიცარიებს და ბელგიებს 100 თავით კობია ბეშიქთაშიც , ფენერბახჩეც და გალათასარაიც! რობინიო თამაშობს ბასაკშეჰირში და ჩვენმა თუ ფენერბახჩეში გადავიდა , ეგააა უკუსვლაა???
Vasili
23:46 28-06-2020
2
ჩემი აზრით უნდა წვიდეს შტურმიდან და რაატო პირველი იმიტო რომ შტურმი არ არის ის გუნდი რომელიც მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს ავსტრიაში და მეორე არც ავსტრის ლიგაა ძლიერი თურქეთის ლიგა ჯობია და თან ოთო უკვე 24 წლისა და 2 წელიც თუ მანდ დარჩაა იმ იმედით რო გერმანიდან იქნება ინტერესი ან იქნება ან არაა და არავინ იცის მომდევნო სეზონი როგორი ექნება.
ძალიან გასახარია ეს ინფორმაცია როგორც კიტეიშვილზე ასევე ნინუზეც ორ წამყვან თურქულ კლუბში რომ გადადიან ქართველები არც ფენერბაჰჩე და არც ბეშიკთაში არ არიან ხელწამოსაკრავი გუნდები წარმატებები მათ მომავალ სეზონში იმედი მაქვს ყველაფერი ასე იქნება მე პირადად ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ შენგელიას კონია ან ლობჟანიძის ანკარაც დარჩებიან სუპერ ლიგაში სამწუხაროდ ორივე ეს გუნდი გასავარდნ ზონაშია და იმედი მაქვს ორივე თუ არაა ერთი მაინც გადარჩება.
Giorgi
21:46 28-06-2020
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული