ცეცაძის სომეხი წინამორბედი გიაზე: ქართველის დონემდე არ დავეცემი

AutoSharing Option
უკრაინული "ლვოვის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ეგიშე მელიქიანმა გია ცეცაძის გამონათქვამს (გუნდს ტაქტიკური განსწავლულობა აკლია) უპასუხა.

"დიახ, მისი ეს კომენტარი წავიკითხე. თუმცა ცეცაძის სიტყვების შემდეგ მივხვდი, რომ ჩვენ განსხვავებული ადამიანები და სპეციალისტები ვართ.

ასე რომ, ასეთ გამონათქვამზე რეაგირებას არ ვაპირებ, ამას აზრი არ აქვს. არ ვაპირებ, ქართველი კოლეგის დონემდე დავეცე.

ჩემი "ლვოვში" მუშაობის დროს ტაქტიკას დიდი ყურადღება ექცეოდა, ხოლო ცეცაძის გუნდის ტაქტიკური მუშაობის შედეგი რა იქნება, ამას დროს გვიჩვენებს", - განაცხადა მელიქიანმა.

მომზადებულია Football.ua-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 38 /
ცეცაძე ყველაფერი წინ დაგხვდება.
Vep1963
29 ივლისი 2020 17:35
2
კითხვა თუ გიჭირთ, მე გაგაგებინებთ. არაფერი შოვინისტური აქ არ არის. სათაურში წერია "ცეცაძის სომეხი წინამორბედი გიაზე: ქართველის დონემდე არ დავეცემი", "გიაზე" ნიშნავს იმას, რომ გია ცეცაძეზე ამბობს, ქართველი კი გია ცეცაძის სინონიმია აქ და მეტი არაფერი. გაუგებარი არაფერია. თუ ვინმეს შოვინისტია განწყობით, ის დაინახავს ეგეთ რამეს. სომეხმა ახსენა ქართველი კოლეგაო, თუ ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს, თავად ბატონმა ექსმწვრთნელმა რატომ გაუსვა ხაზი ცეცაძის ქართველობას?
ირაკლი-ს
06 ივლისი 2020 13:09
3
სათაურში რომ შოვინიზმის ნიშნებია ეს შემთხვევით არის გაპარული თუ სპეციალურად დაწერეს ასე რომ მეტი მკითხველი დაინტერესდეს?
სომეხ მწვრთნელს გასაგებად აქვს ნათქვამი, ქართველი კოლეგის დონემდე არ დავეცემიო და არა ქართველის დონემდე. მგონი სხვაობა თვალსაჩინოა. ის კოლეგა ერთია და ქართველები სამი მილიონი.
ირაკლი
06 ივლისი 2020 12:54
2
ყველაფერში გეთანხმები მეგობარო ერთის გარდა:ქართველები სამის ნაცვლად,4 325 000 მილიონი ვართ!
ირაკლი-ს
07 ივლისი 2020 00:03
3
თქვენ წარმოიდგინეთ თვითონ ლვოვი რა დონის გუნდია, რომ ჯერ სომეხი სპეციალისტი მიიწვია და შემდეგ ქართველი. ცალკე ეს ორი კიდევ ერთმანეთს აკრიტიკებს :))))
: )))))))
03 ივლისი 2020 01:41
3
კარგი მწვრთნელი რომ ყოფილიყავი,ხომ არ გაგაგდებდნენ?
status quo
02 ივლისი 2020 11:29
17
ქარტველების ჭვლები, ბოღმა და შური დაგახრჩობთ თქვენ, განსხვავებულო ადამიანებო
სიმართლე
02 ივლისი 2020 10:04
8
არ გაგიჩნდათ შეკითხვა, იქნებ საერთოდ არ უთქვია ეგრე ცეცაძეს? ან რომც ეთქვა სომეხის მხარეს უნდა დადგეთ? ამას რომ ვერ ხვდებით იმიტომ არ გვეშველება არაფერი !!!
კახა
02 ივლისი 2020 00:46
14
თუ სომეხი მართალია და ქართველი არა ესეიგი სომეხს გაუმარჯოს !!! რა შუაშია აქ ეროვნება ??????? ზუსტად რო შენნაირი თაობა რო მოდის იმიტომ არ გვეშველება არაფერი !!!
კახა s
03 ივლისი 2020 14:59
2
რა შუაშია სომეხია თუ ნიკარაგუელი? სადაც გვერდში დასადგომია იქ უნდა დაუდგე, მაგრამ სადაც გასაკიცხია იქ უნდა გაიკიცხოს შენიანიც. სიმართლეა აქ და ზრდილობა პატივისცემა მთავარი და არა ვიღაც ცეცაძის ქართველობა და ჯიგრობა.
თბილისი
03 ივლისი 2020 00:50
4
ყველა გამოხმაურება
არ გაიშვა ორთავეს სტრატეგობა:)))
პაატა
01 ივლისი 2020 22:54
6
ორი ძლიერი სტარატეგი!!
buba
02 ივლისი 2020 08:19
2
ცეცაძე არაფერს არ წარმოადგენს არც პიროვნულად და არც როგორც სპეციალისტი.
უკრაინიდანაც 3 თვეში გამოაბუნძურებენ
გელა ნუგზარაშვილი
01 ივლისი 2020 22:06
26
სათაური ისე წერია თითქოს სომეხმა მოგვაყენა შეურაცყოფა ქართველებს , ქართველობის გამო !!! არადა წავიკითხავ და სულ სხვა რაღაც წერია, უფრო მეტიც ! მართალი ყოფილა. და რას ერჩი?! / ისე კი ძააან მეგოიმება უკვე სათაურით დაბმული, მკითხველი! მოძველდა ეგ ფანდი ჟურნალისტიკაში! მოძვეეელდააა!!!!
Vasili
01 ივლისი 2020 22:05
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული