ქართველები რუსეთში მეგობრულად დაშორდნენ

AutoSharing Option
დღეს, 1-ელ ივლისს, რუსეთის პრემიერლიგის 25-ე ტურში ერთმანეთს ქართველი ფეხბურთელების კლუბები დაუპირისპირდნენ - "უფამ" საკუთარ მოედანზე "რუბინს" უმასპინძლა და მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა - 0:0.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების სამივე ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო. მასპინძელთა რიგებში შეხვედრა სრულად ჩაატარა ჯიმი ტაბიძემ, ხოლო "რუბინის" რიგებში - ხვიჩა კვარაცხელიამ, ზურიკო დავითაშვილმა მოედანზე 88 წუთი გაატარა.

ჯიმიმ შეხვედრა, ფაქტობრივად, უშეცდომოდ ჩაატარა, ძალიან დამაჯერებელი იყო დაცვაში და შეტევასაც ეხმარებოდა ხოლმე. ერთ-ერთი შეტევისას ქართველმა მცველმა მეტოქის კარისკენაც შორიდან გაისროლა. მართალია, არაზუსტად, თუმცა მაინც.

"რუბინის"
შემადგენლობაში კი ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო იყო. თავისი გუნდის არაერთი შეტევა წამოიწყო, ხშირად აჰქონდა ბურთი დრიბლინგით საკუთარი საჯარიმოს მისადგომებიდან მეტოქის ნახევარზე, ბევრჯერ გაამწვავა სიტუაცია "უფას" საჯარიმოში, 2-ჯერ ზუსტად დაარტყა კარში და ორივეჯერ საკმაოდ სახიფათოდ.

ზურიკო დავითაშვილი კი, როგორც მას სჩვევია, ბოლომდე იბრძოდა. გამთამაშებლის პოზიციაზე მოთამაშე ზურიკომ რამდენიმე კარგი პასი გააკეთა, დაცვასაც ეფექტიანად ეხმარებოდა.

შეხვედრის ბოლოს "უფას" რიგებში მოედანზე ნიკა გიორგობიანიც გამოჩნდა.

აღნიშნული თამაშის შემდეგ "უფამ" 32 ქულა მოაგროვა და მე-6 ადგილზე მყოფ "სპარტაკს" გაუთანაბრდა. "რუბინს" კი ჯამში 27 ქულა აქვს და ისევ მე-12 ადგილზეა.




მკითხველის კომენტარები / 9 /
ხო მაგრად თამაშობს ჩაკვეტაძე გადაურევია პრაფესორები კაცო ბელგიაში ტაციაობაა თურმე პირველი რომელი ტოპ კლუბი იყიდის

რა ლოგიკასაც ავითარებთ ხოლმე რუსეთის ჩემპზე ეგრე ყველაფერზე შეგიძლია თქვა, ადამიანი თუ უდისციპლინო და გართობისკენ მიდრეკილი ხარ მაინც კლუბებს და დროსტარებას გადაყვები მოსკოვშიც, ყაზანშიც და ბერლინშიც, თქვენ გგონიათ გერმანიაში და საფრანგეთში ნაკლები რესტორანი და კლუბია? თარგამაძე იყო ბავშვობაში გერმანიაში, დადგა რამე მაგისგან?

მოწესრიგებული ტიპი იმ რუსეთის ჩემპიონატს გამოიყენებს ტრამპლინად, მანდაც კარგად ითამაშებს მერე სხვაგანაც წავა, და რეიტინგს ჩახედეთ აბა მერამდენეა თუ არ იცით ვინმემ
rustavi-ს
12:27 02-07-2020
3
მართლაც რას ერჩით, ევროპაში არავინ ეპატიჟებათ და ჩვენს ჩემპიონატში ჩალპნენ? მე თუ მკითხავთ დღესდღეობით ნაკრებისათვის კვარაცხელია საუკეთესო შემტევია. დავითაშვილი ვერაა ჯერ ფორმაში. მაინტერესებს არაბიძესა და კაკაბაძეზე რატომ არაფერს წერთ, განაცხადშიც ვერ ხვდებიან და მგონი ტრავმა უკვე მორჩენილი უნდა ჰქონდეთ უკვე.
emigranti
00:30 02-07-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული