"თუ კარგი შემოთავაზება იქნება..." - რამდენად რეალურია გიორგი არაბიძის გია ცეცაძის გუნდში გადაბარგება

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და "ნასიონალის" შემტევი გიორგი არაბიძე ახალ გუნდს ეძებს.

22 წლის ჩვენებურს "ნასიონალთან" კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებს, თუმცა მისი პორტუგალიურ გუნდში დარჩენა ნაკლებად სავარაუდოა.

გიორგი ამჟამად თბილისში იმყოფება და "ლოკომოტივთან" ერთად ვარჯიშობს.

Sportall.ge ფეხბურთელს დაუკავშირდა და საინტერესო თემებზე გაესაუბრა.

- ერთი თვეა, რაც "ლოკომოტივში" ვვარჯიშობ და სანამ უცხოეთში წავალ, ასე იქნება. ჯერჯერობით თბილისში ვარ და შემდეგ ვნახოთ, რა იქნება.

- "ნასიონალთან" კონტრაქტი კიდევ რამდენი ხნით გაკავშირებთ?
- კიდევ 2 წელი მაქვს დარჩენილი "ნასიონალთან" კონტრაქტის ამოწურვამდე.

- რას აპირებთ
სამომავლოდ... გაქვთ პორტუგალიურ გუნდში დარჩენის ვარიანტი?
- დარჩენის ვარიანტი როგორ არ მაქვს, მაგრამ მე სხვაგან წასვლა მინდა. ზუსტად ვერ გეტყვით, რა და როგორ იქნება, მაგრამ სავარაუდოდ, განათხოვრებით ან სრული ტრანსფერით რომელიმე გუნდში გადავბარგდები.

- არის რაიმე კონკრეტული შემოთავაზება ამ ეტაპისთვის?
- რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი არ მსურს... არც იმას დავაკონკრეტებ, რომელი ქვეყნის გუნდებიდანაა ინტერესი.

- როგორც ცნობილია, გია ცეცაძესთან კარგი ურთიერთობა გაქვთ. ის რამდენიმე დღის წინ დაინიშნა "ლვოვის" მწვრთნელად და ხომ არ სურს თქვენი წაყვანა? რამდენად რეალურია ეს ტრანსფერი?
- ჯერჯერობით გიასთან ამ თემაზე არ მისაუბრია. თუ კარგი შემოთავაზება იქნება და პირობები, "ლვოვის" ვარიანტსაც განვიხილავ.
მკითხველის კომენტარები / 12 /
არაბიცის სიზარმაცეზე არცერთ მწვრთნელს არ უსაუბრია, რატომ გგონიათ რომ ზარმაცია? სამწუხაროდ ეტყობა ძალიან მძიმე ხასიათი აქვს და ეგაა მისი მტერი. ბავშვი აღარაა და გონს თუ მოეგება არცერთ ჩვენს ტალანტზე ნაკლები არაა. მე თუ მკითხავთ მარჯვენა ფლანგზე ყველას მაინც არაბიძე ჯობია ნაკრებში, მაგრამ ვაისი ვერ იტანს. ფედერაციასაც ყელში ყავს გაჩხერილი. ერთი ცეცაძე უგებს გიოს და მასაც არც არასდროს დაუღალატებია. ასე რომ ნორმალური მწვრთნელის ხელში კიდევ უფრო გაიხსნება.
emigranti
00:25 23-07-2020
2
წამო რა თბილისის დინამოში ან ბათუმში შენც იხეირებ და გუნდიც რაის ლვოვი
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული