"მეზოკოვეშდ ჟორის" ოფიციალურმა გვერდმა ქართველი ფორვარდის, ბუდუ ზივზივაძის "ფეჰერვარში" ტრანსფერის შესახებ სტატია გაავრცელა, თუმცა მოგვიანებით ტექსტი წაშალა.
აღნიშნულ ინფოში არ იყო მოცემული ინფორმაცია გარიგების დეტალების შესახებ. მხოლოდ ის ეწერა, რომ ორი კლუბი ტრანსფერის თაობაზე შეთანხმდა და ფეხბურთელი უნგრეთის ვერცხლისპრიზიორის რიგებში გააგრძელებდა კარიერას.
"ფეჰერვარს" ჯერ არ დაუდასტურებია ბუდუს მისვლის ამბავი, თუმცა, როგორც ჩანს, გარიგება უკვე შემდგარია და ქართველი ფორვარდის ტრანსფერს წინ აღარაფერი უდგას.
მომზადებულია nemzetisport.hu-ს მიხედვით
მიდი ბუდუ!!!