ლობჟანიძის და შენგელიას გუნდებს თურქეთის სუპერლიგიდან გავარდნა ემუქრებათ

AutoSharing Option
მართალია, ზოგიერთ ქართველ გულშემატკივარს თურქეთის სუპერლიგა მაღალი დონის ჩემპიონატად არ მიაჩნია და თქვენ წარმოიდგინეთ, ოთარ კიტეიშვილს ავსტრიის "შტურმიდან" სტამბულის "ფენერბახჩეში" გადასვლას არ ურჩევენ, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის.

ამისათვის ლევან შენგელიასა და საბა ლობჟანიძის მაგალითების მოყვანაც საკმარისია. ისინი არაგრანდ გუნდებში კი გადავიდნენ, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ შანსი არაერთხელ მიეცათ, თავი ჩვეულად ჯერ ვერ წარმოაჩინეს.

შენგელიას "ქონიასპორი" 31-ე ტურში სტუმრად 1:3 დამარცხდა "გაზიანთეპთან", ჩვენებური კი სათადარიგო იყო. მან მიმდინარე ტურნირის 21 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ჩემპიონატის დასრულებამდე 3
ტურით ადრე "ქონიასპორი" ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა.

კიდევ უფრო მძიმე ვითარებაშია ლობჟანიძის "ანკარაგიუჯიუ", რომელმაც "გიოზთეპესთან" გასვლაზე ფრეს მიაღწია (2:2). ამ შეხვედრაში ლობჟანიძე შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე, სულ კი მან 12 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ანკარული გუნდი უკანასკნელ პოზიციაზეა და პრაქტიკულად, გავარდნისთვის განწირულია.


მკითხველის კომენტარები / 12 /
ფაქტი სახეზეა შენგელია დინამოს ლიდერი და საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი იყო ბომბარდირი და წავიდა თურქეთის მეორე ეშელონის კლუბში რომელიც სუპერ ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის მხოლოდ და არანაირი მაღალი მიზნები არ აქვს და შენგელია მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა 20 ზე მეტ თამაში სადაც მას ნდობა და შანსი ქონდა ბევრჯერ იგივე საბა ლობჟანიძე გადავიდა აუტსაიდერ კლუბში აქ დრო მარა მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა 11 თამაში როცა იგივე დანიაში თავის კლუბში წამყვანი ფეხბურთელი იყო და გოლებიც გაქონდა და პასებსაც არიგებდა ასე რომ არ გამოდგა თურქეთი ქართველებისთვის ადვილი ჩემპიონატი.
გიო
01:50 10-07-2020
1
ყოველთვის სარისკოა გასავარდ ზონაში მყოფ კლუბში გადასვლა დიდი ალბათობით ლობჟანიძის გუნდი გავარდება თან შემდეგ ტურში გალათასარაისთან უწევთ თამაში და შენგელიას გუნდს რაღაც შანსები აქ მარა ძალიან ცუდად თამაშობს გუნდი და ალბათ ორივე გავარდება. შენგელია სეზონის დასაწყოსში წავიდა და ვერ გამტყუვნებ მარა აი ლობჟანიძე რატო წავიდა აუტსაიდერ კლუბში თურქეთში ევროპიდან გაუგებარია ჩემთვის მითუმეტეს თავის კლუბში ლიდერი და წამყვანი ფეხბურთელი იყო და ნუთუ სხვა ვარიანტი არ ქონდა გარდა ამ აუტსაიდერი ანკარასი.
გიორგი
01:45 10-07-2020
1

სიახლეები პოპულარული