დასტურდება რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ "უფადან" "სპარტაკში" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გადასულ შამილ გაზიზოვს უნდა თან წაიყვანოს მცველი ჯიმი ტაბიძე.
"გაზიზოვს სურს "სპარტაკი" თავისი ყოფილი გუნდის ორი ფეხბურთელით გააძლიეროს. მოსკოვში შეიძლება მცველები იონუც ნედელჩარუ და ჯიმი ტაბიძე გადაბარგდნენ. პირველის სატრანსფერო ფასი 3.2 მილიონი ევროა, მეორესი კი - 2 მილიონი.
ტაბიძეს "უფასთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ხოლო ნედელჩარუს - გაისამდე", - წერს ჟურნალისტი ვიაჩესლავ კოროტკინი თავის ტელეგრამ-არხზე.
ჩემპიონატის ცხრილს გადახედეთ. ეგ უფაც კი სპარტაკის წინ დგას. მასეთი მიდგომით არაფერი გვეშველება.ფული უპირველეს ყოვლისა