ხვიჩა კვარაცხელია თვით გაზაევმა აღიარა და ტურის სიმბოლურში შეიყვანა

AutoSharing Option
რუსეთის პრემიერლიგის ყოველი ტურის სიმბოლურ გუნდს სპეციალურად championat-ისთვის სახელმწიფო დუმის ეროვნებათა კომიტეტის თავმჯდომარე ვალერი გაზაევი ადგენს. მან 28-ე ტურის სიმბოლურ გუნდში "რუბინის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია შეიყვანა, რომელმაც ცსკა-სთან მატჩში (1:1) პენალტი მოინადირა და თავის გუნდს ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

გაზაევმა ქართველის თამაში შემდეგნაირად შეაფასა:

"კვარაცხელია ცსკა-ს წინააღმდეგ "რუბინის" მთავარი ფეხბურთელი იყო. მუდმივად ცდილობდა სიტუაციის გამწვავებას, ჭკვიანურ გადაცემებს იგონებდა, მეტოქეებს ატყუებდა. სწორედ ხვიჩამ დრიბლინგის საშუალებით გამოიმუშავა პენალტი, რომლითაც ყაზანელებმა ანგარიში გაათანაბრეს."

altკვარაცხელიაზე "ნადირობა" დაიწყო - ესპანური ვარიანტი გამოუჩნდა და "კრასნოდარი" მის შეძენას

ცდილობს

alt"როცა თავხედობა ბედნიერებაა" - რუსული გამოცემა კვარაცხელიას აქებს

altკვარაცხელია "რუბინის" გაჭირვების ტალკვესია - თავისი გუნდი ცსკა-სთან მარცხისგან იხსნა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
მესმის რასაც ამბობ მაგრამ ვინმე გაზრდილი და ოდნავ მაინც წინ წასულა მანდ? ქართველებზე მაქვს საუბარი აგერ კვირკველია დარჩა არ წავიდა როცა დრო იყო და დაეწყო დაღმასვლა. იმედია ხვიჩა, ზურიკო და ტაბიძე როგორც შენ ამბობ განვითარდებოდა და გადავლენ სადმე თორე ჭაობის რა ეს რუსეთი ჯუღელზე არაფერს ვამბობ
Tbiliski
14 ივლისი 2020 06:01
1
Kვირკვეკლია,რომ იდზახი არცერთ ქართულ კლუბშI,რომ არ უთამაშებია თუ იცი??რუბინმა Gამოაჩინა.და სხვაგან სად მიახწიეს წარნატებას ხოვერ მეტყვი??
Mosexoneli
14 ივლისი 2020 21:00
0
აზრზე არარიან და ბოდიალობენ რაღაცას..ალანიადან ბევრი გადავიდა ევროპულ კლუბში,ცხადაძე სიტიში მანამდე კი დინამოდან აინტრახტში, კობი ფრაიბურგში,დემეტრაძე კიევსა და მერე სოსიედადში,შელია სიტი, ყაველა სიტი,გახოკიძე ეინდჰოვენში..
ჰაჰას
14 ივლისი 2020 17:37
0
ყველა გამოხმაურება
ჩვენ გულშემატკივრებს გენტის მწვრთნელათანნგვქონდა პრეტენზია რომჩაკვეს რატო არ ათამაშებსო ?? მთელი სტატიები იყო დაწერილი ამაზე და ახლა ხვიჩას 19 წლის ბიჭს სლუცკი რუსეთის პრემიერ ლიგაში ძირითადში ათამაშებს და ბოლომდე ენდობა და ეხმარება და ზოგიერთები წერენ რო რა უნდა მაგ გუნდში წავიდეს მაქედანოო ვისაც ფეხბურთი ესმის ყველა დამეთამება რო ამ ეტაპზე ეს გუნდი მისთვის ძალიან კარგი გაზდისთვის ჩამოყალიბებისთვის და მისი შესაძლებლობების დემონსტრირებისადა მომატებისთვის წარმატებები ხვიჩას
გიო
14 ივლისი 2020 00:09
1
მართალი ხარ მეგობარო,ხვიჩა უმატებს ნელნელა და უნდა აცალონ ჯერ ეხლა დაიწყო,ზოგიერთს უცებ უნდა რომ ბარსელონაში ან რეალში გადაიყვანონ.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
14 ივლისი 2020 09:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული