პაპუნაშვილი მალე შეიძლება კაკაბაძის თანაგუნდელი გახდეს

AutoSharing Option
"გრანადა 3"-ის ჟურნალისტი აილენ სუარესი იტყობინება, რომ 24 წლის ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა შეიძლება კარიერა შვეიცარიაში გააგრძელოს.

ამჟამად "რასინგში" იჯარის წესით მოთამაშე პაპუნაშვილს "სარაგოსასთან" კონტრაქტი გაისამდე აქვს გაფორმებული და მას "ლუცერნი" ეპატიჟება, რომლის ღირსებასაც ოთარ კაკაბაძე იცავს.

"ლუცერნი" ქართველი ლეგიონერის ტრანსფერში ფულის გადახდას ვერ შეძლებს და პაპუს თავის კლუბთან ხელშეკრულება უნდა გაწყვიტოს და თავისუფალი აგენტი გახდეს.

მოკლედ, გიორგის "ლუცერნში" გადასასვლელად "სარაგოსამ" გათავისუფლების ფურცელი უნდა მისცეს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პაპუნაშვილის სამსახურით "ანორთოსისი" და "პანათინაიკოსი" იყვნენ დაინტერესებულნი.

altპაპუნაშვილის ბედი სეზონის ბოლომდე გარკვეულია

alt

24sports: პაპუნაშვილმა შეიძლება კარიერა "ანორთოსისში" გააგრძელოს

altElDesmarque: "სარაგოსამ" "პაპუს" თაობაზე მომხიბვლელი წინადადება მიიღო

altპაპუნაშვილის მომავალი - ლა ლიგა, სეგუნდა ან სხვა ჩემპიონატი

მკითხველის კომენტარები / 8 /
Amanac daamtavra espanetshi tamahi. Ver gaqaha.
Gabo
23:17 14-07-2020
1
ზარმაცი კაცი, არსად არ ვარგა.
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული