მაკარიძე "სპორტინგთან" მატჩში საუკეთესო იყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პორტუგალიის პრიმეირა ლიგის ბოლოსწინა, 33-ე ტურში გიორგი მაკარიძის სეტუბალის "ვიტორიამ" ლისაბონში ფრეს მიაღწია მესამე ადგილზე მყოფ "სპორტინგთან" (0:0) და ექვსმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა.

ქართველი მეკარე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და Sport TV-ის განუცხადა, რომ მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვეს, ლიგაში დარჩენას იმსახურებენ და ბოლომდე იბრძოლებენ.

გიორგის თანაგუნდელმა მცველმა არტურ ჟორჟემ abola-სთან აღნიშნა, რომ ახლა ყველაფერი მათ ხელთაა და უკანასკნელ შეხვედრას ისე ჩაატარებენ, როგორც ფინალს.

26 ივლისს "ვიტორია" უმოტივაციო "ბელენენსეშს" უმასპინძლებს და გამარჯვების შემთხვევაში, პრიმეირაში ადგილს შეინარჩუნებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
Am kacs boloadgilosan klubebshi tamashi daebeda!
Kaxa
08:39 22-07-2020
1

სიახლეები პოპულარული