გიორგი მაკარიძე მეოთხედ შეიყვანეს ტურის სიმბოლურში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სეტუბალის "ვიტორიას" მეკარე გიორგი მაკარიძე მეოთხედ შეიყვანეს ტურის სიმბოლურში.

მაკარიძე, რომელმაც "ბენფიკასთან" მატჩი ჩინებულად ჩაატარა (1:1) და თავის გუნდს მრისხანე მეტოქესთან ქულის მოპოვებაში დაეხმარა, goalpoint.pt-მა ზედიზედ მეორედ და მიმდინარე სეზონში მეოთხედ შეიყვანა ტურის სიმბოლურ ნაკრებში.

გამოცემამ გიორგის თამაში ასე შეაფასა:

"მაკარიძე 7.8. მიჯრით მეორედ სიმბოლურში. ქართველი გოლკიპერი "ბენფიკასთან" მატჩში საუკეთესო იყო და სეზონში მეოთხედ მოხვდა სიმბოლურში. მან "არწივებთან" შეხვედრაში თავისი გუნდი არაერთხელ გადაარჩინა".

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
ნაკრების ძირითადში აუცილებლად მაკარიძე ყველაზე კარგ ჩემპიონატშჰი თამაშობს და გამორჩეულია !!!
Mate Tchighlashvili
12:36 10-03-2020
1
ისე რას მოვესწარით აზეზე ხართ? მეკარის პოზიციაზე ასეთი საკაიფო კონკურენცია გვაქვს. ძალიან სასიამოვნოა. მე ლორიას მხარეს ვიხრებოდი აქამდე, მაგრამ რავიცი ვაისს დაფიქრება მართებს. შეიძლება მაკარიძე ხაზზე უკეთესად თამაშობს, მაგრამ ლორია მაღალია და გამოსვლებზე კარგია. თუ გავითვალისწინებთ ბელარუსის მაკრებს ალბათ ბევრ ჩაწოდებებს და სტანდარტებს უნდა ველოდეთ ასეთ შემთხვევაში კი ლორიას დააყენებს ნუ არ ვიცი ასე ვფიქრობ, თორემ მაკარიძე ძაან მაგარი მეკარეა ნახტომიც მშვენიერი აქვს და რეაქციაც.
nick
10:43 10-03-2020
0

სიახლეები პოპულარული