ხვიჩას "სპარტაკი" ვერ აჩერებდა - ერთი პენალტი მოიპოვა, მეორე კი მსაჯმა კუკუიანმა არ დაუნიშნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვარაცხელია ზედიზედ მესამედ გახდა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი

რუსეთის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში "რუბინი" საკუთარ მოედანზე "სპარტაკთან" 1:2 დამარცხდა.

მასპინძელთა გუნდში როგორც ყოველთვის აქტიური იყო ხვიჩა კვარაცხელია, მან პირველ ტაიმში ორჯერ დაარტყა ბურთი მეტოქის კარში, მაგრამ მეკარე მაკსიმენკომ არ გაატანინა. მე-40 წუთზე სტუმრები პენალტით დაწინაურდნენ, ხოლო 44-ეზე ხვიჩა მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და აირტონმა მოცელა. უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი შემტევი პენალტზე შეგნებულად წავიდა და გამოცდილი ფეხბურთელივით ყველაფერი მოხერხებულად გააკეთა. თერთმეტმეტრიანით ანგარიში იგნატიევმა გაათანაბრა.

შესვენების შემდეგ ხვიჩამ მოედნის ცენტრში ჟიგო და კრალი მოატყუა, საჯარიმოში
იგნატიევს უპასა, მას კი გოლის გატანა გოლკიპერმა არ დაანება. მერე ის ისევ გაექცა მეურვეებს და დაარტყა კიდეც და მიზანს ააცილა. 71-ე წუთზე კი ყაზანელთა კარში ისევ პენალტი დაინიშნა და ლარსონმა თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

არბიტრ კუკუიანს შეეძლო ხვიჩას საჯარიმოში წაქცევისათვის 90-ე წუთზე კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დაენიშნა, მაგრამ ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ ჩათვალა, რომ წესების დარღვევას ადგილი არ ჰქონია და ჩვენებურს სიმულანტობისთვის ყვითელი ბარათი უჩვენა.

ზურიკო დავითაშვილი 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და "სპარტაკის" მცველ ჯიქიას ყვითელი ბარათი მიაღებინა.

"რუბინმა" ჩემპიონატი 35 ქულით მე-10 ადგილზე დაასრულა - კვარაცხელიამ 3 გოლი გაიტანა, ხოლო დავითაშვილმა - 2.

მატჩის მიმოხილვაში "სპარტაკის" საიტი აღნიშნავს, რომ ტექნიკურმა კვარცხელიამ მათ დაცვას უამრავი პრობლემა შეუქმნა.

მკითხველის კომენტარები / 25 /
ვუყურე მაგ თამაშს, პირველ ტაიმში აიკლო მარცხენა ფრთა, მშვენიერი დარტყმებიც ჰქონდა, საგოლე პასიც გააკეთა დრიბლინგში, მაგრამ ვერ გაიტანეს, გამიხარდა, რომ პენალტის შემთხვევაში მარჯვენა ფრთიდანაც დაიფრინა მეტოქეები, ეს იმას ნიშნავს რომ შეზღუდული არ არის მოედანზე და ჩაკვეტაძესთან გაიყოფს მოედანს, შესვლაზე შესული დავითაშვილმაც კარგი ეპიზოდი შემოგვთავაზა, ასე რომ ნაკრებში კარგი ნახევარდამცველები ბლომად გვყავს: საყრდენები-კანკავა,ნინუა,კვეკვესკირი, შემტევები, კიტეიშვილი,გვილია,ჩაკვეტაძე,კვარაცხელია,ოქრიაშვილი,დავითაშვილი ყაზაიშვილი,ლობჟანიძე, შენგელია, წინ ალბათ ქვილითაია ან ერთ-ერთი ზემოდ ხსენებული.
მინდია
22:34 22-07-2020
2
ყოჩაღ ხვიჩას. უკვე თვალში საცემია ზედეიზედ მეორე პენალი ხვიჩამ გააზრებულად აკიდა, ისე როგორც მართლაც გამოცდილმა ფეხბურთელმა. ხვიჩა უკვე გრძნობს, მის ტექნიკურ დრიბლინგს მცველები ვერაფერს უპირისპირებენ და ისიც საჯარიმოში ცდილობს წამოაგოს მცველები. ამით უკვე გუცაევს მაგონებს. წარმატება ხვიჩას!
G.LA
23:52 22-07-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული