nieuwsblad.be: ჩაკვეტაძეს მუხლის სახსარში სითხე აქვს ჩამდგარი, ქვილითაიას კი - მცირე ტრავმა

AutoSharing Option
"გენტი" ახალი სეზონისთვის ემზადება და უკვე სამი ამხანაგური მატჩი ჩაატარა - "ბრიუგესთან" (3:2), "ლანსთან" (1:1) და "ლიონთან" (2:3). გიორგი ჩაკვეტაძეს ჯერ არ უთამაშია, გიორგი ქვილითაია კი მხოლოდ "ბრიუგესთან" შევიდა შეცვლაზე. nieuwsblad.be სიტუაციას განმარტავს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ქვილითაიამ, ბეზუსმა და ოჯიჯა-ოფოემ მცირე ტრავმების გამო ვერ მიიღეს "ლიონთან" შეხვედრაში მონაწილეობა, ჩაკვეტაძე გასულ კვირაში ვარჯიშობდა, თუმცა ნაოპერაციევ მუხლის სახსარში სითხე აქვს ჩამდგარი, ასევე ტრავმირებულნი არიან იარემჩუკი და დეპუატრე, თუმცა ვარჯიში მაინც შეუძლიათ.

nieuwsblad.be ირწმუნება, რომ 28 ივლისს "მეცთან" საშინაო სპარინგში მწვრთნელ იეს ტორუპის
განკარგულებაში ბოლოს და ბოლოს იქნებიან ის ფეხბურთელები, რომლებიც "ლიონთან" თავისი გუნდის თამაშს ტრიბუნიდან ადევნებდნენ თვალს (იხ. სურათი).

ამის შემდეგ "გენტი" კიდევ ერთ საკონტროლო მატჩს გამართავს - 1-ელ აგვისტოს გასვლაზე "ზულტე-ვარეგემთან", ხოლო 9 აგვისტოს ჩემპიონატის პირველ ტურში სტუმრად "ანტვერპენს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 18 /
რა გახდა ერთი კითხვის დასმა,პირდაპირი კონტაქტი არ გაქვთ რომ აქ ფრანგულიდან ნათარგმნი გაფუჭებული ტელეფონი არ ვიკითხოთ თუ რა უთხრა შტაბს ექიმმა,მერე იმ შტაბიდან როგორ გავიდა ინფო ჟურნალისტზე,რომელმაც სავარაუდოდ მუხლში წყლის ჩადგომა გვამცო????!!!
jurnalists
24 ივლისი 2020 10:24
1
დაიწყო სეზონი და ქართველებმაც დაიწყეს ტრიბუნაზე ჯდომა :(( როგორც წესი მიზეზები არ ელევათ ))
ოთო
24 ივლისი 2020 10:21
3
კიდე ერთი ნაადრევად დაბერებული ვარსკვლავი,,,როდემდეე
lego
24 ივლისი 2020 10:02
5
ვაა რა დააშავა გიომ ესეთი, რომ ასე იტანჯება, ესეთი კარგი ფეხბურთელი? ძაან მენანება ჩაკვე მინდვრის გარეშე, ასეთი მონაცემების ფებურთელის უმოქმედობა და უმოძრაობა საშინელებაა. ჩაკვე გისურვებ საბოლოოდ გამოჯამრთელობას და დაბრუნებას მინდორზე.
გოჩა
24 ივლისი 2020 09:45
2
სულ მთლად შუშის გახდა რაა.არ თამაშობს ტრავმას იღებს.რა უბედურებაა.
Master
24 ივლისი 2020 08:57
1
აჩი არველაძე,ამ ტრავმის შესახებ ამბობდა,რომ მუხლი ვეღარასოდეს ექნება ისეთი,როგორიც ადრე იყო და მას, ყოველთვის განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.ყოველი თამაშის წინ,განსაკუთრებული მომზადება.ერთი სიტყვით,მუხლი სხვანაირად იმუშავებსო,ღმერთმა ქნას,რომ გიომ მთლიანად მოირჩინოს ტრავმა,ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც.ეს მუხლის დასიება,ძალიან ცუდად მენიშნა.არის კი გუნდის სამედიცინო ჯგუფი,ისეთი კვალიფიკაციის,როგორსაც ამ ტრავმის მოვლა მოითხოვს?ამდენი ხანი გავიდა და ისევ პრობლემები აქვს.
სოსო
24 ივლისი 2020 12:43
0
Es ukve zalina cudia,cud mogonebebs da magalitebs maxsenebs.es sezoni Tu haagdo mere is done znelia daibrunos.
Gabo
24 ივლისი 2020 08:47
1
ნორმალურ ექიმს ჩააბარონ ეს ბიჭი, თორემ ფეხს გაიფუჭებს, გადიხადე შვილო ფული და მიხედე თავს, შეეშვი კლუბის უფასო ექიმებს
24 ივლისი 2020 04:00
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული