გრაცის "შტურმის" სპორტულმა დირექტორმა ანდრეას შიკერმა გუნდის ფეხბურთელების მომავლის შესახებ ისაუბრა და მათ შორის, საქართველოს ნაკრების წევრი ოთარ კიტეიშვილის შესახებ გააკეთა კომენტარი.
"შესაძლებელია, ოთარ კიტეიშვილი მომდევნო სეზონშიც ჩვენთან დარჩეს. ბოლო დროს, მის შესახებ ყველაფერი სრულად მიწყნარდა,"- თქვა მოკლედ შიკერმა.
ცოტა ხნის აქტიურად მიმდინარეობდა საუბარი კიტეიშვილის სტამბულის "ფენერბახჩეში" სავარაუდო ტრასნფერზე. ავსტრიული და თურქული წყაროები წერდნენ, რომ "ფენერი" შეთავაზებით მალე მიმართავდა "შტურმს"...
მომზადებულია krone.at-ის მიხედვით