ჯიქიამ და "სპარტაკმა" "რუბინი" და კვარაცხელია ვერ დაითანხმეს...

AutoSharing Option
РБК-ს წყაროზე დაყრდნობით, "რუბინმა" 19 წლის ქართველი ნახევარმცველი "სპარტაკს" არ მიჰყიდა და ოფიციალური უარი შეუთვალა.

რუსეთის პრემიერ ლიგის 30-ე ტურში, სადაც ერთმანეთს "სპარტაკი" და "რუბინი" დაუპირისპირდნენ, თამაშს მოსკოველების გენერალური დირექტორი შამილ გაზიზოვი და ამავე თანამდებობის ყაზანელი რუსტემ საიმანოვი ესწრებოდნენ. "სპარტაკის" ხელმძღვანელი დაინტერესდა ხვიჩას შეძენის შესაძლებლობით, თუმცა უარი მიიღო.

"რუბინს" კონკურენტების გაძლიერება არ სურს. ამიტომ ხვიჩას გადასვლა რუსულ კლუბში თითქმის გამორიცხულია", - აცხადებს ინფორმაციის წყარო.

ასევე, "წყაროს" ცნობით, "სპარტაკის" კაპიტანი გიორგი ჯიქია მოლაპარაკებებში ნამდვილად მონაწილეობდა და ცდილობდა კვარაცხელია მის კლუბში თამაშზე
დაეთანხმებინა, თუმცა ხვიჩამ უთხრა, რომ ეს საკითხი ხელმძღვანელების დონეზე უნდა გადაწყდეს.

"წყარო", რომელიც ქართველთან ახლოს არის, ადასტურებს, რომ მისით, ასევე, "კრასნოდარი" ინტერესდება, თუმცა სერიოზული მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა.

კვარაცხელიას "რუბინთან" ხელშეკრულება 2024 წლამდე აკავშირებს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
არსად არ გადავდივარო თვითონ თქვა ხვიჩამ, ვრჩებიო რუბინში და მართალიც არის უფრო დაიხვეწება და განვითარდება, წარმატებები კვარაცხელიას
irakli
25 ივლისი 2020 16:12
0
ერთი პერიოდი ჩაკვეტაძეზე იწერებოდა სულ და ბოლოს ბიჭს მგონი “თვალი ეცა” :) უიღბლობის პერიოდი დაეწყო. ეხლა ხვიჩაზე იწერება იმდენი რამ, ბოლოს ხალხს მასზეც დაეზარება კითხვა. დაასვენეთ ცოტა ეს კაცი და ჩვენც :)
დაანებეთ ბიჭს თავი :)
25 ივლისი 2020 16:06
3
ბოდიში და ფეხბურთი ყველაზე პოპულარული სპორტია მსოფლიოში და ყველგან იწერება ინფორმაცია ახალგაზრდა და ნიჭიერ ფეხბურთელებზე. ეს სავსებით ნორმალურია.
levani
25 ივლისი 2020 18:20
7
ხვიჩა აიღე 2-3 ლიმონი და გადადი სპარტაკში, შენი რა მიდის, იქას ლიდერი იქნები მჯერა.
Megreli
25 ივლისი 2020 15:59
23
შენსავით რო ფიქრობენ მაგიტო გვაქვს კარგად საქმე..
აჩო
26 ივლისი 2020 00:27
0
მოაშორეთ ეს მოღალატე ჯიქია ქართული პრესის ფურცლებიდან!!!
კობა
25 ივლისი 2020 15:41
7
ჯიქია რამდენ პოცენტზე მუშაობს? ორივე მხარეს "ბეგრევს" თუ ერთერთს? "პრედოპლატაზე", "პოსლეზე" თუ "პო ფაქტუ" ("დენგი ნა ბოჩკუ") ირჯება? საშემსოავლო თუ სხვა შესაძლო საბიუჯეტო, სარეგისტრაციო (სანოტარო) და ორგანიზაციულ-ტექნიკური ხასიათის ხარჯებს ვინ კისრულობს?
მაკლერი
25 ივლისი 2020 15:24
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული