აგენტი ღურწკაია: კვარაცხელია 15 მილიონზე მეტი ღირს - კიკნაძემ სრული უსუსურობა აჩვენა

AutoSharing Option
საფეხბურთო აგენტმა თემურ ღურწკაიამ "იუთუბის" არხზე ჟურნალისტ სერგეი ეგოროვთან "რუბინის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და "ლოკომოტივის" გენერალური დირექტორი ვასილ კიკნაძე გააკრიტიკა.

- კიკნაძემ ხვიჩა კვარაცხელია დაკარგა. მას ერთი მინუსი უკვე აქვს და მეტის ჩამოთვლა საჭირო არ არის, ყველა დანარჩენი მინუსია: კონფლიქტი გულშემატკივრებთან, სიომინის დათხოვნა. გასაყიდად საკვანძო ფეხბურთელი დაკარგა, რომელიც შემადგენლობაში ჰყავდა. ის უკვე ერთი წელია მირანჩუკის გაყიდვას ვერ ახერხებს და გუნდში მურილიო და ჟოაო მარიო მიიყვანა. მან თავისი სრული უსუსურობა აჩვენა.

- კვარაცხელიას წასვლაში გასაკვირი რა იყო?
- ის გუნდში იყო,
ნახევარი წელი "ლოკომოტივში" ითამაშა და რანგით დაბალ გუნდში წავიდა. "ლოკომოტივში" იყო და ბრწყინავდა, მისი შემდგომი ფორმირების შესაძლებლობები მოჩანდა და კლუბში ყველა ძალიან თბილად ექცეოდა. თვით მირანჩუკებმაც კი მიიღეს.

- რატომ გაუშვეს ხელიდან?
- შეთანხმების მიღწევა არ შეუძლიათ.
- მართალია, რომ ხვიჩა 3 მილიონი ევრო ღირდა - ეს აგენტის კომპენსაცია და კიკნაძემ ფული არ გადაიხადა?
- დიახ. მოკლედ - ასეა. თუმცა, თუ ახლა დავურეკავთ რუსტემ ფიდაევის ძე საიმანოვს (რუბინის გენერალური დირექტორი - რედ.) და კვარაცხელიაში 10 მილიონს შევთავაზებთ, ერთ ადგილას გაგვაგზავნის. ასეთ თანხაზე არც დაგველაპარაკება. რა თქმა უნდა, ის 10 მილიონზე მეტი ღირს. ვფიქრობ, უკვე დღეს მისი ფასი 15 მილიონზე მეტია. თუ "რუბინი" ევროტურნირებამდე მიაღწევს, მისი ფასი "ძლიერ გაფრინდება". ის 19 წლისაა! მოედანზე ყველაფერს აკეთებს და როგორ შეიძლებოდა ასეთი მოთამაშის ხელიდან გაშვება?".

ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრემიერლიგა 8-11 აგვისტოს აიღებს სტარტს და პირველ ტურში "რუბინი" სწორედ "ლოკომოტივს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ეს სეზონი მაგრად ჩაატაროს და შორს წავა, თან ძაან შორს. რუბინში გაიხსნა, ამის გაჩერება უკვე წარმოუდგენელი მგონია, ფსიქოლოგიურად ძაან მაგრად იქნება, რაც ყველაზე მთავარია. ჩაკვეს ჩემი აზრით გენტი არ მოუხდა, არ არის მისი გუნდი, ისეთი გუნდი ჭირდება სადაც გაიხსნება და უკეთ მოახდენს საკუთარი თავის რეალიზაციას. ორივე უდავოდ ნიჭიერი ფეხბურთელია და ორივე ითამაშებს დიდ ფეხბურთს, მე ასე მგონია. პ.ს ერთი თავდასხელი რომ გამოჩნდეს ამათი მსგავსი ეგ იქნება იდეალური რამ, გარანტირებული სიამოვნება გვექნება სანაკრებო თამაშებზე.
პროფესორი
29 ივლისი 2020 20:48
2
რატომ ხდება ზოგიერთი ადამიანის მიერ რუსეთის ჩემპიონატის დემონიზირება ვერ ვხდები იქიდან არავის უშვებენ იქ დატოვებენ და ა.შ კომენტარებით ძალიან ბევრი ფეხბურთელი გადასულა რუსეთის ჩემპიონატიდან გრანდებში მე ვინც მახსენდება მარტო ივანოვიჩი ლოკომოტივიდან ჩელსიში, ვიდიჩი სპარტაკიდან მანჩესტერში არშავინი ზენიტიდან არსენალში პრომესი სპარტაკიდან სევილიაში პარადესი ზენიტიდან პსჟში ნეტო სპორტინგში ზინჩენკო უფადან სიტიში გოლოვინი მონაკოში ზე ლუისი პორტუში და ა.შ არავის არსად ტოვებენ თუ კარგი შემოთავაზება იქნება უშვებენ კიდეც თუ რუსეთის ჩემპიონატის დონეზე კარგად ითამაშებ თავისუფლად შეძლებ ტოპ5 ლიგებში თამაშსაც რუსეთის პრემიერ ლიგა ზუსტად ის ჩემპიონატია რომელიც ტოპ5 ლიგების მერე მოდის.
გიო
29 ივლისი 2020 20:45
4
ძალიან სამწუხაროა რომ დინამოს გამოზრდილი ბიჭებისგან დინამომ ვერანაირი მოგება ვერ ნახა კვარაცხელია დავითაშვილი ფაქტიურად უფასოდ გაუშხვა ჩაკვეტაძე ევროპისთვის სასაცილო თანხად 1.5 ევროდ გაყიდა და კიტეიშვილი 750 000 და მიუხედავად ამისა დინამოს აკადემია კვლავ აგრძელებს ტალანტების პოვნას და გაზრდას.
გიო
29 ივლისი 2020 20:35
0
დინამოს პრეზიდენტს იმიტომ ვაკრიტიკებთ,რომ დინამოს სძარცვავს,ადვილად და იაფად უშვებს ფეხბურთელებს გუნდიდან,მაგრამ მეორე მხრივ,ამ ბიჭებს უკეთ განვითარების შანსს აძლევს და თავისი პირადი,პრაგმატული მიზნების გამო,წასვლაში ხელს არ უშლის.ამის გამო,მას ძალიან ვაფასებ.კვარაცხელია მოსკოვის ლოკომოტივმა,ფაქტობრივად უფასოდ მიიღო და რომ დაკარგეს,რამის გუნდში რევოლუცია მოხდეს,ფიფია კი,ამ ბიჭების მომავლის ხათრით,ამდენ დანაკარგზე,შეგნებულად მიდის.ვფიქრობ დასაფასებელია.
სოსო
30 ივლისი 2020 08:32
0
ქინქლაძეს მაგონებს მაგრამ დარწმუნებული ვარ ქინქლაძეზე დიდ ფეხბურთს ითამაშებს წარმატებები
mgeli
29 ივლისი 2020 20:30
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული