კვარაცხელიას მამა: ევროპული კლუბებიდან შემოთავაზებები გვაქვს...

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ რუსულ Matchtv-სთან საუბარში აღნიშნა, რომ მიუხედავად ევროპული კლუბების შემოთავაზებისა, მის შვილს მუშაობის ლეონიდ სლუცკისთან გაგრძელება სურს.

"ხვიჩა თავად ამბობს, რომ ძალიან მოუმატა. თუმცა ისეც არ ხდება, რომ ერთ თვეში ფეხბურთელი მკვეთრად შეიცვალოს და ფეხბურთის უკეთ თამაში დაიწყოს. მადლობა სლუცკის უნდა გადავუხადოთ. ის კარგი მწვრთნელია და ხვიჩას მეტი თავისუფლება მისცა, უფრო მეტად გარისკვის ნება დართო.

ჩემს შვილს მასთან მუშაობის გაგრძელება სურს. ცოტა ხნის წინ თვითონ მითხრა: "მამა, სხვა გუნდში გადასვლა არ მინდა, სლუცკის
ხელში კიდევ უფრო მოვუმატებ". ვუპასუხე, რომ რაც მას სურს, ის უნდა გააკეთოს.

ჯერ სხვა კლუბებზე არ ფიქრობს, საკუთარ თავზე მუშაობაა საჭირო, რაზეც ვსაუბრობდით კიდეც. რუსულ ფეხბურთში გამოცდილება უნდა შეიძინოს, ფიზიკურად ძლიერი გახდეს, სხვანაირად აზრი არ აქვს.

მთელი ოჯახი დავსხედით მამუკასთან (ჯუღელი) ერთად, ვისაუბრეთ, განვიხილეთ საკითხები. გადავწყვიტეთ, რომ ჯერ სადმე წასვლა ნაადრევია. დიახ, ევროპული კლუბებიდან ინტერესი არის, თუმცა აჩქარება არ გვჭირდება.

ახლა ყაზანში კარგი მწვრთნელი მუშაობს, კარგი გუნდი შეკრეს და დიდი ალბათობით, მომავალ სეზონში გარკვეული მიზნებიც ექნებათ", - განაცხადა ბადრი კვარაცხელიამ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
კარგი მონაცემები აქვს აშკარად, მაგრამ ჯერ ძალიან ბევრი უნდა დახვეწოს. ზოგჯერ წარმოუდგენელ უაზრობებსაც აკეთებს, მარტივად კარგავს ბურთს. ევროპაში მისი ეხლა წასვლა ავტომატურად სკამზე მოხვედრას და განვითარების შეჩერებას ნიშნავს.
ერთი სეზონი კიდევ უნდა დარჩეს რუბინში (და არავითარ სპარტაკში და კიდევ სადღაც). რუბინზე მორგებულია და კარგადაც ვითარდება. გაისად კი ბატონო წავიდეს ევროპაში, თუ თავისი თავის იმედი აქვს. იმედია ჩაკვეტაძე-ყენია არ დაემართება ევროპაში.
ჯერი
14:47 31-07-2020
0
ერთ სეზონში მაგი უნდა მოახერხოს და ფისიკას მერე კიდევ მოუმატებს.
ddgfdf
11:47 31-07-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული