გიორგი ხარაიშვილი შვედეთის თასის მფლობელი გახდა

AutoSharing Option
გიორგი ხარაიშვილის "გეტებორგმა" საკუთარ მოედანზე დამატებით დროში 2:1 დაამარცხა "მალმიო" და შვედეთის თასს დაეუფლა.

გიორგიმ ჩემპიონატის გასულ ტურში "ჰიოკენთან" მატჩში ტრავმა მიიღო და "მალმიოსთან" ვერ ითამაშა, მაგრამ თასის წინა ეტაპებზე 4 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და თავის გუნდს ფინალში გასვლაში დაეხმარა.

"გეტებორგი" ევროპა ლიგის გათამაშებაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.

რაც შეეხება ჩემპიონატს, გიორგიმ 8 შეხვედრაში 2-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი, ხოლო მისი გუნდი 11 ტურის შემდეგ 12 ქულით მე-11 ადგილზეა და 2 აგვისტოს იმავე "მალმიოს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ხარაიშვილმა შვედეთში ჩემი აზრით უკვე დამტკიცა ყველაფერი და უკვე მზად არის უფრო ძლიერ ლიგაში გადასვლისთვის.
გიო
17:35 31-07-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული