გიორგი ხარაიშვილის "გეტებორგმა" საკუთარ მოედანზე დამატებით დროში 2:1 დაამარცხა "მალმიო" და შვედეთის თასს დაეუფლა.
გიორგიმ ჩემპიონატის გასულ ტურში "ჰიოკენთან" მატჩში ტრავმა მიიღო და "მალმიოსთან" ვერ ითამაშა, მაგრამ თასის წინა ეტაპებზე 4 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და თავის გუნდს ფინალში გასვლაში დაეხმარა.
"გეტებორგი" ევროპა ლიგის გათამაშებაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება.
რაც შეეხება ჩემპიონატს, გიორგიმ 8 შეხვედრაში 2-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი, ხოლო მისი გუნდი 11 ტურის შემდეგ 12 ქულით მე-11 ადგილზეა და 2 აგვისტოს იმავე "მალმიოს" უმასპინძლებს.