"რუბინის" კაპიტანმა ხვიჩას ხმა არ მისცა - ვინ დაუჭირა მხარი კვარაცხელიას საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის გამოკითხვაში

AutoSharing Option
საჯარო გახდა რუსეთის პრემიერლიგის შემაჯამებელი გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვითაც, საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, საუკეთესო მწვრთნელი დაასახელეს და აღმოჩნდა, რომ ყაზანის "რუბინის" კაპიტანმა ვიაჩესლავ პადბერიოზკინმა კვარაცხელია სამეულშიც კი არ შეიყვანა.

ხვიჩა პირველ ადგილზე შემდეგმა 11-მა პირმა დაასახელა: გროზნოს "ახმატის" მთ. მწვრთნელმა იგორ შალიმოვმა, "როსტოვის" მთ. მწვრთნელმა ვალერი კარპინმა და კაპიტანმა იველინ პოპოვმა, "ურალის" კაპიტანმა არტიომ ფიდლერმა, "რუბინის" მთ. მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ, მოსკოვის "დინამოს" მთ. მწვრთნელმა კირილ ნოვიკოვმა, "ტამბოვის" კაპიტანმა გიორგი შელიამ, "სოჭის" მთ. მწვრთნელმა ვლადიმირ ფედოტოვმა, "სოვეტსკი სპორტის" მთ. რედაქტორმა
ნიკოლაი იარიომენკომ
, "სპორტ 24-ის" მთ. რედაქტორმა სამველ ავაკიანმა, "მატჩ პრემიერის" კომენტატორ-ექსპერტმა დენის კაზანსკიმ.

მეორე პოზიცია კვარაცხელიას ამ პირებმა მიაკუთვნეს: "ახმატის" კაპიტანმა რიზვან უციევმა, "ლოკომოტივის" მთ. მწვრთნელმა მარკო ნიკოლიჩმა და კაპიტანმა ვედრან ჩორლუკამ (ორივემ პირველ ადგილზე "ლოკოს" ფეხბურთელი დააყენა), ცსკა-ს კაპიტანმა იგორ აკინფეევმა (1-ელზე თანაგუნდელი), "სპარტაკის" კაპიტანმა გიორგი ჯიქიამ (1-ელზე თანაგუნდელი), "ურალის" მთ. მწვრთნელმა იური მატვეევმა, "დინამოს" კაპიტანმა ანტონ შუნინმა, "უფას" მთ. მწვრთნელმა ვადიმ ევსეევმა და კაპიტანმა პაველ ალიკინმა (1-ელზე ორივემ "უფას" ფეხბურთელი დააყენა), "რ-სპორტ-ის" რედაქციის მმართველმა ალეკსანდრ კალმიკოვმა, "მატჩ პრემიერის" კომენტატორ-ექსპერტებმა კონსტანტინ გენიჩმა და ანდრეი არშავინმა და რუსეთის ნაკრების მთ. მწვრთნელმა სტანისლავ ჩერჩესოვმა.

მესამე ადგილი კი ხვიჩას ამ ადამიანებმა მიაკუთვნეს: "ორენბურგის" მთ. მწვრთნელმა კონსტანტინ პარამონოვმა და კაპიტანმა ანდრეი მალიხმა, "კრილია სოვეტოვის" მთ. მწვრთნელმა ანდრეი ტალალაევმა და კაპიტანმა ტარას ბურლაკმა, "სოჭის" კაპიტანმა სოსლან ჯანაევმა, "Sports.Ru-ს" შეფ-რედაქტორმა ვლადისლავ ვორონინმა.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ეგ კაზიოლი ეგა, ხვიჩას გარეშე იქნებოდნენ ახლა მეორე ლიგაში.
ზეზვა
17:53 03-08-2020
1
ხვიჩა, წინ დიდი გზა გაქვს. ამისთანა ,,პადნოჩკები,, ბევრი გექნება სპორტშიც და ცხოვრებაშიც. უნდა გაუძლო შენც და იმ ოქროს თაობამ, ვისაც ამდენი ხანი ველოდეთ. ისე ნუ მომკლავთ, რომ დინამოს გუგუნი ვეღარ გავიგო. მუშტაეთში ამაყი გამასეირნეთ.
100%
20:46 03-08-2020
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული