"ლოკომოტივის" სერბ მწვრთნელ მარკო ნიკოლიჩს საბა კვირკველიას პოზიციაზე თანამემამულე მიჰყავს.
Sport24-ის ჟურნალისტ მაკსიმ ალანაზაროვის ცნობით, "ლოკო" მალე 31 წლის სლობოდან რაიკოვიჩს (სიმაღლე 195 სმ) კონტრაქტს გაუფორმებს. მისი მტკიცებით, ყველა დეტალი შეთანხმებულია და ფორმალობებიღა დარჩა.
რაიკოვიჩმა გასულ სეზონში სერია B-ს "პერუჯაში" 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავისუფალი აგენტი გახდა.
ის 2007 წელს "ჩელსიში" გადავიდა, თუმცა ლონდონურ გუნდში საერთოდ არ უთამაშია - "ვიტესში", პსვ-ში, "ტვენტეში", "ჰამბურგში", "დარმშტადსა" და "პალერმოში" ასპარეზობდა.
გერმანიაში სონ ხინ მინთან და თოლგაი არსლანთან ჩხუბის გამო სლობოდანს "რემბო" შეარქვეს.