sport24: კვირკველია რუსულ კლუბში გადადის

AutoSharing Option
Sport24-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ცენტრალური მცველი საბა კვირკველია ვოლგოგრადის "როტორში" გადასვლასთან ახლოსაა.

28 წლის ფეხბურთელს კარიერის გაგრძელების კიდევ ერთი შანსი "ურალში" ჰქონდა, თუმცა, წყაროს ცნობით, საბა მაინც "როტორში" გადავა.

გუნდში მისულს კი 3 ქართველი დახვდება - ჯანო ანანიძე, ბექა მიქელთაძე და ნიკა ყიფიანი. "როტორს", ქართველების გარდა, მხოლოდ ორი ლეგიონერი ჰყავს - ახლად დამატებული სომეხი მცველი მანუჩარიანი და ასევე მცველი, კოტდივუარელი გოგუა.

მკითხველის კომენტარები / 32 /
კოტ დივუარელი გოგუა გლიჯავს, სადამდე ჩაუღწევიათ დალოცვილ მეგრელებს!
მაჩვზღარბა
12:10 11-08-2020
0
საბა,ალბათ ცოცხალი მაგალითია იმისა,რომ ადამიანურ ურთიერთობებს არ უნდა გადააყოლო კარიერა.კაცს შანსი შეიძლება ერთხელ მოგეცეს(იღბლიანებს ორჯერ) და თუ არ გამოიყენე,რჩები უძრაობაში.არ ვიცი რამდენად რეალური იყო მისი გადასვლა ლესტერში,მაგრამ თუ იყო და არ წავიდა,უკვე ახლავე,ეს მისი კარიერის მთავარ შეცდომად მოჩანს.წარმატებები საბას და იმედია,როტორში სათამაშო პრაქტიკა არ მოაკლდება.ეს ახლა მთავარია.
სოსო
11:48 11-08-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული