ჯანო "როტორის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება

AutoSharing Option
ტელეგრამ-არხ "მუტკო პროტივ-ის" ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ვოლგოგრადის "როტორის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი იქნება.

მოსკოვის "სპარტაკის" ექსნახევარმცველი ვოლგოგრადში ხელფასის სახით თვეში 1,7 მილიონ რუბლს მიიღებს (დაახლოებით 20 000 ევრო). თუ სეზონის ბოლოს ჯანო 10 ქულას დააგროვებს გოლს+პასის სისტემით, პლუს 1 მილიონი რუბლით დასაჩუქრდება.

ამას გარდა, მხარეებს შორის გაფორმებული კონტრაქტი დამატებით ანაზღაურებებსაც გულისხმობს, რომლებიც კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.

ქართველმა ნახევარმცველმა ვოლგოგრადულ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის 20 მაისამდე გააფორმა.

altჯანო ანანიძე: "სპარტაკს" არაფერს დავუმტკიცებ, "როტორს" უნდა ვაჩვენო, რომ ვიმსახურებ აქ

თამაშს [PHOTO]

altანანიძე: შენგელია ცსკა-ში ფულის გამო არ გადადის - ჩემი ამოცანა საქართველოს დროშის აღმართვა იყო

მკითხველის კომენტარები / 6 /
რუსეთის დროშა, მაგრად ამშვენებს ჯანოს გულს
hasheem
23:57 11-08-2020
11
გავარდება წელს უმახლესიდან
კლოპი
21:33 11-08-2020
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული