მორიგი სკანდალი რუსეთში: "რუბინს" მწვრთნელიც გაუძევეს და ფეხბურთელიც, მსაჯი საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - კვარაცხელია "ლოკოსთან" მარტო ვერას გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რუსეთის ჩემპიონატის პირველ ტურში საინტერესო მატჩი ჩატარდა ყაზანში ადგილობრივ "რუბინსა" და მოსკოვის "ლოკომოტივს" შორის, რომელიც 0:2 დასრულდა.

მასპინძელთა რიგებში სასტარტოში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც პირველ ტაიმში აქტიური გახლდათ. სტუმრებმა უკვე მეორე წუთზე გახსნეს ანგარიში. შემდეგ ხვიჩამ მეურვე მოატყუა და დაარტყა კიდეც, მაგრამ მცველმა "დაუბლოკა". 25-ე წუთზე მან მეკარე გილერმეს პირისპირ იგნატიევი შეჰყარა, რომელიც მოცელეს, პენალტი კი მსაჯმა არ დანიშნა. 26-ე წუთზე სტუმრებმა მეორე გოლიც გაიტანეს და შეხვედრის ბედიც გადაწყდა. შესვენებაზე გასვლის წინ ყაზანელთა მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი არბიტრ სერგეი ივანოვს არდანიშნული
პენალტის გამო შეეკამათა და გააძევეს.

სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ შესვენებაზე "რუბინის" "ტვიტერზე" დაიწერა - "ჩატარდება კი მეორე ტაიმი?"

65-ე წუთზე "რუბინის" ნახევარმცველი ბეგიჩი უკანასკნელი იმედის ჯარიმის გამო პირდაპირი წითელი ბარათით გააძევეს, ხოლო 72-ე წუთზე კვარაცხელია ზურიკო დავითაშვილმა შეცვალა.

"ლოკოს" მცველი საბა კვირკველია, რომელიც "როტორში" გადადის, ისევ სათადარიგო იყო.

რეზიუმეს სახით შეიძლება ითქვას, რომ "რუბინში" თამაშს მხოლოდ კვარაცხელია ამწვავებდა, "ლოკომოტივი" კი უკეთესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული და უფრო ბალანსირებული გუნდია.

ნამატჩევს აღშფოთებულმა სლუცკიმ განაცხადა, რომ ამაზრზენი მსაჯობა გრძელდება, ეტყობა არბიტრმა სხვა ეპიზოდს უყურა, მათ კი - სხვას და ალბათ, იდიოტებად თვლიან.

"რუბინმა" მსაჯი ივანოვი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და "ლოკომოტივის" ფორმაში მისი ფოტომონტაჟიც გამოაქვეყნა...

15 აგვისტოს "რუბინი" ჯიმი ტაბიძის "უფას" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
სუფთა პენალი არ მისცეს რუბინს და თამ სწრაფი გოლი გაუშვეს და თავიდანზე ცუდათ წავიდა თამაში როტორის თამაშს ვუყურე ზენიტთან მეგონა რომ ძაან სუსტი გონდი იყო და ერთი 5-0 წააგებდა უშანსოდ მაგრამ საკმაოდ კარგად ითამაშა გუნმა და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა კი წააგო მარა ღირსეულად უბრძოლა და ტოლი არაფერში დადო ზენიტს
2
წაგების შემდეგ ბევრ რამეს იტყვი ემოციურ ფონზე მაგრამ რაც არ უნდა მსაჯს აბრალონ, ლოკომოტივმა დაბალანსებური და გუნდური ფეხბურთი ითამაშა, იმსახურებდა მოგებას. ლოკო რუბინზე უკეთ დაკომპლექტებული გუნდია და აჯობა თამაშის ხარისიხით... რაც შეეხება ჩვენებურებს, ხვიჩა კარგად ყავდათ ჩაკეტილი, გუნდს ბურთი ვერც მიქონდა ხვიჩამდე, მისი პოტენციალი წინა სეზონიდან გამომდინარე დაინახეს და მცველებიც პოზიციურად სწორად ეთამაშებოდნენ, დისტანციაზე ედგანან კარგად, ქაჯივით აღარ უვარდებოდნენ, ფეხებს შუა ბურთის გასატარებლად... ხვიჩასთვის ეს სეზონი ძალიან მნიშვნელოვანია, რა ფეხბურთს ითამაშებს სამომავლოდ დიდ წილად დამოკიდებულია ზუსტადაც ამ სეზონზე, ამიტომ კარგი სეზონი უნდა დადოს... ზუკა კი შეიყვანა და კი ირბინა მაგრამ ფაქტობრივად ვერც შეეხო ბურთს ნორმალურად იმ 20 წუთში. ხვიჩას დრიბლინგი კარგი იყო და ჩემი აზრით პენალტიც იყო, იგნატიევმა კი დაარტყა მაგრამ დარტყმამდე მცველმა ხელი კრა და ინერცია დაურღვია, მეკარემ კიდევ მოცელა და მეტი რავი რა უნდა მოხდეს რომ პენალტი დადო, პირდაპირი გავლენა მოახდინეს დარტყმის ხარისხზე...
დათო
09:06 12-08-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული