თბილისის "დინამოს" აწ უკვე ყოფილი კაპიტანი ნიკა ნინუა "პაოკთან" ხელშეკრულების გასაფორმებლად საბერძნეთში ჩავიდა.
სამედიცინო შემოწმების გავლისა და სხვა ფორმალობების მოგვარების შემდეგ სალონიკური კლუბი ნინუას სამწლიან კონტრაქტს გაუფორმებს.
21 წლის ნინუამ გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონატის 37 მატჩში 8 გოლი გაიტანა.
"პაოკი" საბერძნეთის ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე იმ "ბეშიქთაშს" დაუპირისპირდება, რომელთანაც ნინუას ტრანსფერი ჩაიშალა.
"პაოკის" პრეზიდენტი წალკაში დაბადებული ივან სავიდია.