ჯანო ანანიძე, სავარაუდოდ, 2 კვირა ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
"როტორის" ახალწვეულმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ "ზენიტთან" რუსეთის პრემიერლიგის პირველი მატჩი გამოტოვა. შეიძლება ვერც მეორე ტურში ითამაშოს მოსკოვის "დინამოსთან" და ალბათ, კიდევ რამდენიმე შეხვედრას გამოტოვებს, - იტყობინება news.sportbox-ი.

საქმე ისაა, რომ ვოლგოგრადულ კლუბთან ერთსეზონიანი ხელშეკრულების გაფორმებისას ის ინდივიდუალურად ვარჯიშობდა და ოპტიმალურ ფორმაში ჩასადგომად დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება.

ჯანომ "როტორში" გადასვლამდე "ანორთოსისში" 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ფამაგუსტური კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
მოუმატე შენ იმედად არის საქართველოს ნაკრები
შოკირებული გულშემატკივარი
14 აგვისტო 2020 19:54
18
ჯანო, შენს თავს უნდა აჯობო.
მე შენი მჯერა და დიდი იმედი მაქვს ძველებურად ათამაშდები და ყველას გაგვახარებ.
თამაზი
14 აგვისტო 2020 19:32
10
მთავარია ტრმვა არ მიიღოს ორ კვირაში მერე ფორმაშიც ჩადგება
irakli
14 აგვისტო 2020 19:07
6
რას ფოკუსნიკობს და სიაფანდობს ბოლობოლო რააა...
ბათუმის დინამოს გულშემატკივარი
14 აგვისტო 2020 18:53
2
დაიწყო, დაიწყო!
zurab
14 აგვისტო 2020 18:52
1
რაღაც მხრივ ეს კარგია ჯერ უნდა გაიცნოს გუნდი ივარჯიშოს გუნდთან ერთად შეთამაშდეს და შემდეგ უკვე დაიწყო თამაში წარმატებები ჯანოს იმედი მაქვს ჯამრთელად იქნება და აჩვენებს თავის საუკეთესო თამაშს და დაუმტკიცებს ყველას რომ არაა ჩამოწერილი ფეხბურთელი როგორც დღეს ბევრი მიჩნევს უკვე საწმუხაროდ.
ზურა
14 აგვისტო 2020 18:46
5
არადა ხვალ უნდა მეყურებინა :)
ბაჩი
14 აგვისტო 2020 18:29
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული